სოფიო ქაცარავა გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრთან, სანდრა ხოველ პოლანკოსთან, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გვატემალას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში შემავალი ყველა ძირითადი საკითხი განიხილეს.

მათივე ინფორმაციით სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე.

შეხვედრისას ხაზი გაესვა გვატემალას რესპუბლიკის მხარდაჭერას იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციაზე, რომლის წარდგენაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწიურად ხდება. როგორც აღინიშნა, გვატემალა რეზოლუციის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

სანდრა ხოველ პოლანკომ სოფიო ქაცარავას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

„საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. საქართველოს და გვატემალას გააჩნია ურთიერთობების გაღრმავების დიდი შესაძლებლობა“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრის დასასრულს სანდრა ხოველ პოლანკომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გვატემალაში მიიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა