თამარ ხულორდავა - ვწუხვარ, რომ ოპოზიცია კომიტეტებში განხილვებს არ ესწრება - განხილვა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია

ვწუხვარ, რომ ოპოზიცია არ ესწრება ამ განხილვებს, მაშინ როცა რეალურად არსებობს შესაძლებლობა ძალიან ღიად ყველა კითხვას ვუპასუხოთ,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ, ოპოზიციის პროტესტის შესახებ განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატები მინისტრობის კანდიდატების წარდგენას არ ესწრებიან.

„ის განხილვა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებლობა იქნება ყველა არსებულ კითხვაზე დეტალურად ვისაუბროთ. ვწუხვარ, რომ ოპოზიცია არ ესწრება ამ განხილვებს, რადგან ხშირად გვესმის სხვადასხვა სახის დაუსაბუთებელი პრეტენზიები სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, საგარეო კურსის სიმყარეზე თუ ოკუპაციაზე. მაშინ როცა რეალურად არსებობს შესაძლებლობა ძალიან ღიად ყველა კითხვას ვუპასუხოთ, ჩვენ ვხედავთ იმას რაც ხდება დარბაზში",- განაცხადა ხულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 3 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს უსმენენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა