კახა კალაძე - მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარიას, დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად გავუმკლავდეთ პრობლემებს

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის დედაქალაქის მუნიციპალიტეტს ყოველთვის გვერდში ედგა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღეს არსებული სახელმწიფოს ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით განსხვავებულია და მისი საშუალებით, შესაძლებელია დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

„მინდა გამოვეხმაურო სამთავრობო ცვილებებს. ბატონ მამუკა ბახტაძეს მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ის ყოველთვის გვერდში ედგა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ეს აისახა საქმითაც. ჩვენი ბიუჯეტი არის მართლაც განსხვავებული წინა წლებთან შედარებით და ჩვენ გვეძლევა საშუალება, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები დედაქალქის მასშტაბით - სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა ქუჩებზე. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი პრობლემებია და მათ სჭირდება მოგვარება. შესაბამისად, თუ არ არის თანადგომა ცენტრალური ხელისუფლების, მე ყოველთვის მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ერთობა, ერთად დგომა და ეს გუნდურობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ღირსეულად დავუდგეთ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც აქტუალურია დღეს ქალაქში“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს წარმატებები უსურვა.

„მე მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარიას, პრემირ-მინისტრობის კანდიდატს. წარმატებები მინდა ვუსურვო მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს და დარწმუნებული ვარ, რომ აქაც, ერთიანი ძალისხმევით, ურთიერთანამშრომლობით, ჩვენ მოვახერხებთ, რომ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ თბილისისთვის. ჩვენ ვიცით, რამდენი პრობლემაა თბიილისში და ამას სჭირდება ძლიერი ზურგი ცენტრალური ხელისუფლების თვალსაზრისით, რომ შესაძლებელი იყოს ბიუჯეტიდან დიდი ტრანსფერის გაკეთება, რათა შევძლოთ და მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებს თბილისის მოსახლეობას. მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად გავუმკლავდეთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს აქტუალურია“, - აღნიშნა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა