დავით ჭიჭინაძე - როცა ბახტაძის წარდგენა ხდებოდა, გვითხრეს, ეს ყველაზე ჭკვიანია თქვენს შორისო, ახლა, როგორც ჩანს, ან გახარიამ გადაასწრო ჭკუით, ან სხვები ჩამორჩნენ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ შს მინისტრობის დროს გიორგი გახარიამ თავი დაგვამახსოვრა როგორც უიღბლო მინისტრმა და საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა ქვეყანას.

„როდესაც ბახტაძის წარდგენა ხდებოდა, ასე გვითხრეს, ეს ყველაზე ჭკვიანია თქვენს შორისო. ახლა კი, როგორც ჩანს, ან გახარიამ გადაასწრო ჭკუით, ან სხვები ჩამორჩნენ ჭკუით და გახარია გახდა ლიდერი. რეალობა კი ასეთია: ეკონომიკის მინისტრობის დროს, გახრია არ გამოირჩეოდა ინიციატივებით. მის პერიოდში არც ეკონომიკური ცვლილება არ მომხარა, არც არანაირი კანონის ინიცირება. შს მინისტრობის დროს კი, თავი დაგვამახსოვრა როგორც უიღბლო მინისტრმა და საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა ქვეყანას“< - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე შფასებით, გახარაია არაპოპულარულია დასავლეთში და უფრო ასოცირდება ჩრდილოეთთან.

„ეს კი, უკვე ჩვენი საზოგადოების და დასავლეთის გამოწვევაა. ხოლო რამდენად გაუძლებს ამდენ გამოწვევას „ ქართული ოცნება“, ამას დრო გვაჩვენებს.

მთავრობასაც ეტყობა, რომ საარჩევნო მთავრობაა - ძალოვანი მინისტრების დომინაციით. ასე, რომ მე მათ მხარს ვერ დავუჭერ, რადგან არამგონია ამ ყველაფერმა რაიმე სიკეთე მოუტანოს ქვეყანას.

უფრო მეტიც, პირადად მაქვს კითხვები გახარიასთან, წულუკიანთან, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან გადახდილ თანხებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ხელშეკრულებაა საიდუმლოებით მოცული და მაინტერესებს აპირებენ თუ არა ამის გასაჯაროებას“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა