სოფიო ქაცარავა - ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციაა, რადგან სხვა რესურსი მათ აღარ აქვთ დარჩენილი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მოსმენის და საკითხის განხილვის ჯანსაღ პროცესში ოპოზიცია არ ჩაერთო. მისივე თქმით, ოპონენტების ინტერესი მხოლოდ რადიკალიზაციაა.

„ოპოზიციის ინტერესი არის რადიკალიზაცია. ვფიქრობ, ისინი ნებისმიერ ფონს იყენებენ იმისთვის, რომ ყურადღება მიიპყრონ. კომიტეტი მიმდინარეობდა ძალიან საინტერესო მოხსენებით და კითხვა-პასუხებით, სადაც განხილვის ჯანსაღ პროცესში არ ჩაერთო ოპოზიცია. ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი მხოლოდ სხდომათა დარბაზის გარეთ აკეთებენ განცხადებებს. ფაქტი არის ის, რომ მათი ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციაა, რადგან სხვა რესურსი მათ აღარ აქვთ დარჩენილი“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისივე განცხადებით, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში არ არის დიდი ცვლილებები, ვინაიდან საგარეო პოლიტიკა თანმიმდევრული და მკაფიოა.

„ახალ სამთავრობო პროგრამაში ასახულ საგარეო პრიორიტეტებში ცხადია, არ არის დიდი ცვლილებები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის თანმიმდევრული და მკაფიო შესაბამისად, მოლოდინიც არ იყო იმისა, რომ სამთავრობო პროგრამაში რაიმე სიახლე იქნებოდა ამ მიმართულებით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

მისი თქმით, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა, საოკუპაციო ხაზთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენები. მან, ასევე, ისაუბრა მთავარ პრიორიტეტზე - საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მინისტრობის კანდიდატმა გაერთიანებულ სხდომაზე ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა გავხადოთ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უფრო ეფექტიანი.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა