ეკა ბესელია იუსტიციის საბჭოში ჩატარებულ კენჭისყრაზე - პარლამენტს მოუწევს უმძიმესი გადაწყვეტილების მიღება - ერთ მხარეს იქნება "კლანის" ინტერესები და მეორე მხარეს კი  ქვეყნის მომავალი

ჯერი იქნება პარლამენტზე, პარლამენტს მოუწევს უმძიმესი გადაწყვეტილების მიღება,-ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დღეს ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

ბესელიას თქმით, ამ შემთხვევაში ერთ მხარეს იქნება "კლანის" ინტერესები და მეორე მხარეს იქნება ქვეყნის მომავალი.

"რადგან პირველადი კენჭისყრით გამოიკვეთა 20 მოსამართლის გვარი, ალბათ, ეს 20-კაციანი სია დარჩება საბოლოო კენჭისყრის შემდეგაც. არ მგონია, რომ ინდივიდუალური კენჭისყრების შემდეგ შეიცვალოს პირველადი კენჭისყრის შედეგები. ამ სიიდან რამდენიმე გვარი მეორდება , რომელიც ჩვენ შეგვხვდა შავ, ავადსახსენებულ 10-კაციან სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი წინააღმდეგობა და პროტესტი , რომელიც გამოიწვია 10-კაციანმა სიამ იყო სწორედ იმ გვარების გამო, რომელიც უკავშირდებოდნენ წარსულში ძალადობრივი რეჟიმის და რეპრესიების ავტორებს და მათ შემოქმედებს, უსამართლობის დამკანონებელ მოსამართლეებს, რომელიც საზოგადოებისთვის არის ცნობილი.

გვარები მეორდება, ეს არის ძალიან მძიმე არჩევანი, რომლის წინაშეც პარლამენტი დადგება. ჩვენ ვნახავთ ყველანი, რომ კონკრეტული გვარების უკან არის კონკრეტული საქმეები და უსამართლო გადაწყვეტილებები. ის, რომ იუტიციის საბჭოს არანაირი სტანდარტი არ ეყო და უმრავლესობამ ხმა მისცა იმ მოსმართლეებს, რომლებიც სწორედ კლანის წევრების სახელით არიან ცნობილი, ან წარსულში ძალდობრივი რეჟიმის დროს უსამართლობის დამკანონებლად არის ცნობილი, ეს მეტყველებს იმაზე , რომ იუსტიციის საბჭო გადაქცეულია მთლიანად ვიწრო ჯგუფის მსახურად. ის არ გამოხატავს იმ კონსტიტუციურ სულისკვეთებას, რის გამოც ის არის შექმნილი",-აცხადებს ბესელია.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციან სიას პირველ ეტაპზე კენჭი უკვე უყარა. ფარული კენჭისყრის შედეგად, 50-დან საუკეთესო შედეგი მიიღო 20-მა კანდიდატმა. ფარული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის საბჭოსგან ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორმა კანდიდატმა: გიორგი მიქაუტაძემ და მაია ვაჩაძემ. ორივე მათგანმა საბჭოს 12 წევრიდან 11-11 ხმა მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა