ანონსი  5 სექტემბერი

5 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China Railway Tunnel Group Co”- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები, კომპანია “China Railway Tunnel Group Co”-ის ვიცე პრეზიდენტი ზაო იულიანგი და საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ზაი ფეიფეი.

მის: თბილისი, ალ.ყაზბეგის N12 (მე-2 სართული, მცირე საკონფერენციო დარბაზი)

5 სექტემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

5 სექტემბერს, 11:00 საათზე, “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი მედია “მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ზაფხულის სეზონს შეაჯამება ტურისტული ნაკადის თვალსაზრისით; შემოდგომიდან მოსალოდნელი მტკივნეული პროცესებზე როგორც ტურიზმის, ისე ეროვნული ვალუტის თვალსაზრისით.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

5 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტის სამხედრო საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ განვითარებული მოვლენები - საგუშაგოების საკითხი.

სამთავრობო ცვლილებები -გიორგი გახარიას და ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურები. გავრილოვის განცხადება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 სექტემბერს, 13:00 საათზე, წინანდალში, წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალისამდი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე და "სილქ როუდ ჯგუფის" უძრავი ქონების დირექტორი გიორგი მარრი გაუძღვებიან.

ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8-22 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ.

5 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, იანოს ადერს შეხვდება

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

5 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა