"ევროპული საქართველოს" წევრები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უნდა მოუსმინონ, არ დაესწრებიან

"ევროპული საქართველოს" წევრები პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უნდა მოუსმინონ, დასწრებას არც დღეს აპირებენ.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, მათ მინისტრობის კანდიდატებთან არანაირი შეკითხვები არ აქვთ, რადგან სწორედ "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას უკავშირდება ქვეყანაში არსებული კრიზისები.

"გიორგი გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის საზოგადოებაზე ძალადობა და ხელის გადაგრეხვის მცდელობა. ამ სიტუაციაში ნორმალური პოლიტიკური დიალოგი ვერ იქნება, მითუმეტეს, არანაირი შეკითხვები არ შეიძლება არსებობდეს ცალკეულ მინისტრებთან, სადაც ფორმალურადაც კი არ განხორციელებულა არც ერთი ცვლილება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სასამართლო სისტემის უმძიმეს კრიზისში შეყვანაში, სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ იარაღად ქცევაში და ყველა იმ სერიოზულ მავნებლურ ნაბიჯში, რომელსაც "ქართული ოცნება" სამართალდამცავი სისტემის მიმართულეით დგამდა",-აცხადებს აბესაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.

ასევე, დღესვე მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა