ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მთავრობა ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვაზე მუშაობას გააგრძელებს

„საქართველოს მთავრობა ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვაზე მუშაობას გააგრძელებს. შეიქმნება მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც აგრესიის შემთხვევაში, თავდაცვის მიზნებისთვის ქვეყნის მობილიზება სწრაფად და ეფექტიანად მოხდება,“- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყნის მთავარი ამოცანა თავდაცვინურაიანობის გაძლიერება უნდა იყო.

„ამ ამოცანის შესასრულებლად ჩვენს სამინისტროში შემუშავებულია თავდაცვის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი და ტრანსფორმაციის გეგმა, რომელიც 2020 წლამდე თავდაცვის სისტემის და თავდაცვის ძალების განვითარებისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს. აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გატარებულ თავდაცვის და შეკავების პოლიტიკასთან და გულისხმობს ისეთი შესაძლებლობების მქონე თავდაცვის სისტემების არსებობას, რომლის ფარგლებშიც მდგარდი და მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მქონე თავდაცვის ძალები შეძლებენ ქვეყნის თავდაცვის ამოცანის ეფექტიანად შესრულებას. საქართველოს მთავრობა, ეროვნული თავდაცვის სისტემის განვითარების პროცესში, გააგრძელებს ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვაზე მუშაობას. ტოტალური თავდაცვის მიზანს წარმოადგენს მშვიდობიანობის პერიოდში იმ მექანიზმების შექმნა, რომელთა დახმარებითაც, აგრესიის შემთხვევაში, ქვეყნის მობილიზება თავდაცვის მიზნებისთვის სწრაფად და ეფექტიანად მოხდება. ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნით უნდა განხორციელდეს პასუხისმგებლობების და მოვალეობების გადანაწილება თავდაცვის ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და მოსახლეობას შორის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას შეცვლის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს