ლევან გოგიჩაიშვილი 20-კაციან სიაზე - ეს ადამიანები არიან ზურაბ ადეიშვილის კოლბაში გამოყვანილი მოძალადე, ჯალათი მოსამართლეები

„ვინც მოსამართლეთა კანდიდატობის 20 კაციან სიას დაუჭერს მხარს, ის მხარს დაუჭერს საქართველოს მომავლის არქონას, კორუფციას, სიბნელეს, ავტორიტარიზმს, კლეპტოკრატიას, მაფიოზურ ქვეყანას, "ბობოლებს", გაურკვეველ ადამიანებს, რომლებიც წოვენ, გლეჯენ ამ ქვეყანას,“ - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციან სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია.

მისი შეფასებით, შემოთავაზებული სია ძალიან ცუდია და ქართული მართლმსაჯულების უბედურებას წარმოადგენს. დამოუკიდებელი დეპუტატი სიაში მოხვედრილ რამდენიმე გვარსაც ასახელებს, რომლებიც მისი მტკიცებით "კლანს" წამოადგენენ. გოგიჩაიშვილი მათ, ადეიშვილის „კოლბაში გამოყვანილებს" უწოდებს.

გოგიჩაიშვილის თქმით, სწორედ ეს უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც „სააკაშვილი ფორმალურად ჩაანაცვლა“.

„მინდა წავიკითხო, ვინ არიან ეს ადამიანები: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე,ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, გოჩა ჯეირანაშვილი - ეს არის კლანი; ნინო ქადაგიძე-კლანთან ძალიან ახლო და კარგი შემსრულებელი; ალექსანდრე წულაძე-მურუსიძის გაზრდილი კადრი. ეს ადამიანები არიან თავის დროზე ადეიშვილის კოლბაში გამოყვანილი მოძალადე, ჯალათი მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმთან ერთად, ძალიან მძიმე მდგომარებაში აყენებდნენ ადამიანებს, უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს უმართლებდნენ ხელისუფლებას, უდანაშაულო ადამიანებს ციხეში ამწესებდნენ. თამარ ალანია ამ ბოროტების ყველაზე დიდი გვირგვინია.

მინდა, ქალბატონ თეა წულუკიანს შევეკითხო, ეს არის მისი შვიდწლიანი მინისტრობის შედეგი, რომ ადეიშვილის მოსამართლეები ავირჩიოთ უვადოდ? ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ეს არის ძალიან ცუდი სია და უბედურება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ფასი გადაიხადოს ბიძინა ივანიშვილმა, ბიძინა ივანიშვილს უნდა ეტკინოს ეს პროცესი ყველაზე მეტად, რომელიც პარლენტში წარიმართება. ამ ადამიანების სასამართლოში შესვლა იქნება ქვეყანაში ავტორიტარიზმის გარანტია, დაგვირგვინება, გაფორმება. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ადმიანებზე აქცენტირება გააკეთა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სახე, ეს უნდოდა მას ამ ქვეყანაში, მან ფორმალურად ჩაანაცვლა მმართველობაში სააკაშვილი. არანაირი ფუნდენტური რეფორმა შვიდი წლის თავზე მას არ გაუტარებია და პირიქით, ხაზი გადაუსვა, რაც ეხებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერეს, ადამიანის უფლებების განმტკიცებას, ეკნომიკურ წარმატებას",-აცხადებს გოგიჩაიშვილი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატიდან 20 მოსამართლეობის კანდიდატი 4 სექტემბერს შეარჩია.ახლა პროცესი უკვე საქართველოს პარლმენტში გადაინაცვლებს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა