ვახტანგ გომელაური - 20 ივნისს შეიძლება, რაღაც დონეზე იყო შეცდომები დაშვებული, ძალიან ცუდი იყო, რაც მოხდა

20 ივნისს შეიძლება, რაღაც დონეზე იყო შეცდომები დაშვებული, ძალიან ცუდი იყო, რაც მოხდა, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის მოვლენების შედეგად, დაზარალდნენ როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები, რაც ძალიან მძიმე საკითხია.

„მოხდა რაღაც გადაცდომები, რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე, პასუხისგებაშიც მიეცნენ ადამიანები. პროკურატურა, სასამართლოა და მათ უნდა განსაჯონ, თუ გადაამეტა მოქალაქემ თუ პოლიციელმა, ყველა უნდა დაისაჯოს კანონის ფარგლებში,“ - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, მან გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „არასწორ მისამართზე არიან“. მისი თქმით, რატომ წარადგინეს მთავრობის მეთაურად ყოფილი შს მინისტრი, არათუ მას, არამედ პარტიასთან უნდა იკითხონ.

„პასუხისმგებლობა აიღეს ადამიანებმა, ვინც ისროდა, სადაც არ უნდა ესროლა რეზინის ტყვია იყო თუ რაც მოხდა. ასე მაშინ ყველას პასუხისმგებლობა, ჩემი პასუხისმგებლობაცაა ეგ, მთელი მთავრობის პასუხისმგებლობაა ასე, მარტო გახარიას პასუხისმგებლობა რატომ უნდა იყოს? ყველა ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, “ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა