ბრიტანეთის პრემიერის ძმა ქვეყნის მთავრობას ტოვებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ძმამ უმცროსი მინისტრის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ის პარლამენტის წევრობაზეც უარის თქმას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯო ჯონსონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ მან აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „ოჯახის მიმართ ერთგულებასა და ეროვნულ ინტერესებს შორის არსებული კონფლიქტის გამო მიიღო.

„ჩემთვის დიდი პატივი წარმომედგინა ორპინგტონი 9 წლის მანძილზე და ვყოფილიყავი მინისტრი სამი პრემიერ-მინისტრის მმართველობის პერიოდში. ბოლო კვირების განმავლობაში ოჯახის ერთგულებასა და ეროვნულ ინტერესებს შორის ვიჭყლიტებოდი“, - წერს 47 წლის ჯო ჯონსონი.

მის განცხადებას გადგომის თაობაზე წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ კონსერვატიული პარტიიდან 21 პარლამენტის წევრის გარიცხვა იმის გამო, რომ მათ ბორის ჯონსონის ბრექსითის სტრატეგიას მხარი არ დაუჭირეს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და განათლების დეპარტმანეტის უმცროსი მინისტრის თანამდებობაზე ჯო ჯონსონი მისი ძმის პრემიერ-მინისტრობის დროს დაინიშნა.

იხილეთ ვიდეო: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ძმამ მინისტრის თანამდებობა დატოვა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა