მურატ ჯიოევის ინფორმაციით, ერგნეთის  მორიგი შეხვედრა 6 სექტემბერს გაიმართება

მურატ ჯიოევის ინფორმაციით, ერგნეთის  მორიგი შეხვედრა 6 სექტემბერს გაიმართება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენლის პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში მურატ ჯიოევის ინფორმაციით, ერგნეთში, ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 6 სექტემბერს გაიმართება.

შეხვედრაზე განიხილავენ სოფელ ჩორჩანასა და წნელისს შორის ქართული პოსტის მშენებლობის საკითხს.

ამ ინფორმაციას „sputnik-ossetia.ru“ აქვეყნებს.