ანონსი 6 სექტემბერი

6 სექტემბერს, 10:30 საათზე, „რესპუბლიკაში“ საერთაშორისო კონფერენცია აღმოსავლეთ - დასავლეთის ეკონომიკური თანამშრომლობა: თბილისის იურიდიული ფორუმი გაიხსნება. ღონისძიებას გახსნის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანა ჩერნიშოვა, ჰონგ-კონგის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მელისა პანგი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მარია სლაზაკი და სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი N6

საკონტაქტო: 558132241

6 აგვისტოს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი და კახა კოჟორიძე “მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და პროცესები პარლამენტში.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

6 სექტემბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა გაიმართება.

საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

6 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „გირჩის“თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაცია და ღარიბაშვილის განცხადება - არის, თუ არა შესაძლებელი „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმება? რა ნაბიჯს გადადგამს "გირჩი"? თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადება რეზერვთან დაკავშირებით.

მოსამართლეების დანიშვნის საკითხი: საბჭოს მიერ შერჩეული 20-კაციანი სია.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქართველი და უცხოელი ადვოკატები სტივენ ქეი, ვინსენტ ბერგერი და ზვიად კორძაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

6 სექტემბერს, 12:00 საათზე, კახიძის მუსიკალურ ცენტრში ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ღია რეპეტიცია გაიმართება, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრება.

მის: აღმაშენებლის გამზ. N125

საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე 577 28 87 87

6 სექტემბერს, 13:00 საათზე, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდის პრესკონფერენცია გაიმართება. თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი თავდაცვის ძალებს შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

მის: უზნაძის 117 ა.

საკონტაქტო პირი: ნინო ყულოშვილი 599 74 22 41

6 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისში, ჯანდაცვის სამინისტრო დასაქმების ფორუმს გამართავს.

მის.: სასტუმრო „ბაგრატი“ (წერეთლის მე-2 ჩიხი, N2)

6 სექტემბერს, 16:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო − რეგიონების“ სხდომა გაიმართება.

საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

6 სექტემბერს, 16:00 საათზე, განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართება ლოზუნგით - „2019 წლის 2%-ს არ წაგვართვათ სტუდენტობის უფლება!“

საკონტაქტო: დავით ბესტავაშვილი 577 777 908

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო