უზენაეს სასამართლოში  მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა.

უზენაესი სასამართლოს ცნობით, მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლა, რომელიც დაფუძნდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასამართლოს მხარდაჭერის პროექტების ძალისხმევითა და მხარდაჭერით, 21-25 ივლისს კახეთში სასტუმრო ,,ამბასადორი კაჭრეთში“ გაიხსნა.

ღონისძიებაში საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოთა მოხელეები, მოსამართლის თანაშემწეები, მწერალი თანაშემწეები და ანალიტიკური რგოლების წარმომადგენლები, სულ 29 მსმენელი, მათ შორის 5 სტუდენტი - საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტებიდან მონაწილეობდნენ.

ზაფხულის სკოლის მსმენელებს მიესალმენ და წარმატებული სამომავლო კარიერა უსურვეს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა ავსტრიელმა მოსამართლე რენატე ვინტერმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ივონ გოგოლიმ, USAID/PROLOG-ის წარმომადგენელმა ბრაიან ლედუკმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილემ ზურაბ აზნაურაშვილმა.

ღონისძიების მონაწილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისა და კონკრეტულად მართლმსაჯულების ზამთრისა და ზაფხულის სკოლების პროექტის ამოქმედებისათვის.

„სკოლის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობისათვის, რადგან პროფესიონალიზმის, სწორი მიგნებების, მოხელეთა სწრაფი კონცენტრაციის და ორაგიზებულობის გარეშე არ არსებობს გამართული პერსონალის მუშაობა და კომპეტენტური სასამართლო გადაწყვეტილებები. სასამართლოს მოხელეთა გადამზადების პროგრამა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესების ნაწილში. ამ სკოლის მეშვეობით მსმენელები უახლოვდებიან თავიანთ მომავალ სამოსამართლო საქმიანობას, მათ შიგნიდან ეცოდინებათ თუ რა ხდება სასამართლოში, როგორ უნდა იმუშაოს მოსამართლემ, როგორ დახარჯოს თავისი ენერგია, რომ იყოს წარმატებული თავის საქმიანობაში. ძალზედ მოხარული ვარ, რომ ამ სკოლის მსმენელთა და გამარჯვებულთა შორის არიან უზენაესი სასამართლოს აპარატის წარმომადგენლები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოხელეთა დონე განუხრელად იზრდება“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

ღონისძიების ბოლოს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლის გამარჯვებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულების ზამთრისა და ზაფხულის სკოლების კურსდამთავრებულებმა უკვე დააფუძნეს ასოციაცია, სადაც ყველა კურსდამთავრებულს ექნება საშუალება გაუზიაროს პროფესიული გამოცდილება და აზრი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით რეგიონებში დასაქმებულ სასამართლოთა მოხელეებს.

გამარჯვებულთა შორის არის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე ირაკლი ბერიშვილი, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ დაჯილდოვდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სასწავლო ვიზიტით, თამთა სეხნიაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე, ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით ევროკავშირის სასამართლოში, ლუქსემბურში გაივლის სასწავლო კურსს, ევგენი რუხაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რეფერენტი - USAID/PROLOG-ის მიერ დაჯილდოვდა მოსამართლეებისათვის განკუთვნილი ინგლისური ენის კურსით, გიორგი შამათავასა და თამთა გაბრიაძეს პრიზი გადასცა იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, რაც ითვალისწინებს სკოლის კომერციული ფასიანის კურსის უფასოდ გავლას.

უზენაესი სასამართლოდან ზაფხულის სკოლაში ასევე სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თანაშემწე შორენა მჭედლიშვილი და მწერალი თანაშემწე მარიამ მითაიშვილი, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მწერალი თანაშემწე ხვარამზე ცერცვაძე მონაწილეობდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა