ერგნეთში დღეს დაგეგმილი შეხვედრისას მხარეები ჩორჩანაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ

ერგნეთში, დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იქნება და საუბარი ჩორჩანაში შექმნილ ვითარებას შეეხება.

ერგნეთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე მხარეები იმ საკითხებს განიხილავენ, რომელიც საზღვრისპირა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს მხრიდან ბლოკპოსტის აშენების პროცესს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ ქართულმა მხარემ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო ააგო, რასაც საოკუპაციო ძალების მიერ რიგი ქმედებები მოჰყვა და ისინი საქართველოს აღნიშნული ბლოკპოსტის დაშლას სთხოვდნენ.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.მესაზღვრეებმა სოფელ წნელისიდან დასავლეთით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობა დაიწყეს. დე ფაქტო КГБ -ს ინფორმაციით, მათ აღადგინეს „სასაზღვრო ნიშანი და აღმართეს სამხრეთ ოსეთის დროშა“. ამ „სასაზღვრო პოსტისკენ“ გაჰყავთ გზაც.

იხილეთ ვიდეო: ერგნეთში დღეს დაგეგმილი შეხვედრისას მხარეები ჩორჩანაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო