მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის თარიღმა ერთი თვით გადაიწია

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის თარიღმა ერთი თვით გადაიწია. აღნიშნულის საფუძველი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა, რომლის საფუძველზეც ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა 12 სექტემბერს დანიშნული წინასასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. ზვიად კორძაძემ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„12 სექტემბერს დანიშნული იყო წინასასამართლო სხდომა. ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, წინასასამართლო სხდომა გადაიდო 10 ოქტომბრისთვის. ორი შუამდგომლობა, რომელითაც მიმართა სასამართლოს პროკურატურამ ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე დაკმაყოფილდა. ორივე გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგი არის უარი და შესაბამისად, ყადაღის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში“, - განაცხადა კორძაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვა დაუწესა. პროკურატურამ ასევე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულების ანგარიშების დაყადაღების თაობაზე, რაც სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა