საქართველოს თავდაცვის ძალებს 300 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 300 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერმონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ფიცის დადების შემდეგ, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა წარმატებულ სამხედროებს სიგელები, ხოლო ყველა კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცეს. ფიცის დადების ცერემონიალს რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში გაიარეს. 10 კვირის განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.

დღეიდან ისინი საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო