სუს-ის წარმომადგენელი - ერგნეთში განხილვის საგანი ჩორჩანას ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები იყო - პოზიციები განსხვავებულია, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართება.

როგორც ანთაძემ საგუშაგოებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული არ არის.

„განხილვის საგანი მხოლოდ ერთი საკითხი იყო, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები და ასევე ის უკანონო ქმედებები, რომელიც ხორციელდება გუშინდელი დღიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ წარვადგინეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და განვუმარტეთ შეხვედრის მონაწილეებს, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო მოწოდებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილზე სტაბილურობა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. ასევე ხაზი გავუსვით იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რაც უკანონოდ წარიმართება აღნიშნულ ტერიტორიაზე, ეს არის უსაფრთხოების გარემოსთვის დამაზიანებელი. კიდევ ერთხელ პრინციპულად მოვითხოვეთ, რომ ამგვარი ქმედებისგან ყველამ შეიკავოს თავი და ამგვარი ქმედებები აღიკვეთოს. პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია. შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. შევთანხმდით, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება სიტუაციის ნორმალიზაციისთვის. ამის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს“, - განაცხადა ანთაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო