ლევან კობერიძე - მთავრობის შემადგენლობის მოსმენის ჩაშლა „ქართულ ოცნებას“ აწყობს - გახარიას მაშველ რგოლად „ნაცმოძრაობა“ მოევლინა

დეპუტატები ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი მინისტრობის კანდიდატებს დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრისკენ მოუწოდებენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის მოსმენის ჩაშლა „ქართულ ოცნებას“ აწყობს. მათი თქმით, „გახარიას მაშველ რგოლად „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინა“.

„სპეციალურად მოვედით, რადგან ვნახეთ, რაც ხდებოდა აქ. გიორგი გახარიას მაშველ რგოლად მოევლინა „ნაციონალური მოძრაობა". რეალობაა, რომ დღეს „ქართული ოცნება" „ნაციონალურ მოძრაობაზე" დგას. „ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც დღეს არ აპირებდა შეხვედრას, უცებ გადაწყვიტა ეს და მერე გააკეთა ის, რაც გააკეთა. ეს არის გიორგი გახარიას დანიშვნის, ასე ვთქვათ, „გაპრავება". რაც ილაპარაკეს და რა შედეგიც დადგა, ეს არის როგორც ჩანს, წინასწარ გამიზნული ქმედება. სახეზე გვაქვს „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობა და ერთობლივი ქმედებები. ეს ტანდემი აუცილებლად უნდა დამთავრდეს 2020 წელს საქართველოში, ამ ტანდემს ქვეყანა მიჰყავს რეგრესისკენ. კიბატონო, დაამთავრონ ერთმანეთი, ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით ამის გამო ,“- განაცხადა კობერიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის