მამუკა მდინარაძე - დეოკუპაცია მოხდება და ამისთვის ჩვენ ვდგამთ მიზანმიმართულად სწორ ნაბიჯებს

დეოკუპაცია მოხდება საქართველოში და ამისთვის ჩვენ ვდგამთ მიზანმიმართულად სწორ ნაბიჯებს, რასაც მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჩორჩანა-წნელისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე სენსიტიური თემაა.

"ეს არის არა ერთ-ერთი, არამედ ყველაზე სენსიტიური თემა, რაც კი შეიძლება ჩვენს ქვეყანაში დღეს იყოს ეროვნული და ქართული ინტერესებიდან გამომდინარე, ასე რომ ყველა სიტყვას გავუფრთხილდეთ, არ გავასწროთ მოვლენების განვითარებას. ქართული მხარე აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ ნებისმიერი პროვოკაციული ნაბიჯი ოკუპანტების მხრიდან, თუ შიდა მტრებისგან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რამენაირად ამ მიმართულებით დაიძაბოს სიტუაცია, განვმუხტოთ. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. დეოკუპაცია საბოლოო ჯამში, ამ პატარ-პატარა თუმცა მნიშვნელოვანი ინციდენტების მიუხედავად, არის შეუქცევადი პროცესი. დეოკუპაცია მოხდება საქართველოში და ამისათვის ჩვენ ვდგამთ მიზანმიმართულად სწორ ნაბიჯებს, რასაც მხარს უჭერენ და ასევე მთავარია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები",- განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა