მაია ცქიტიშვილი -  გიორგი გახარიას გადადგომას საზოგადოება არა, საზოგადოების გარკვეული და მცირე ჯგუფი ითხოვს, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

გიორგი გახარიას გადადგომას საზოგადოება არა, საზოგადოების გარკვეული და მცირე ჯგუფი ითხოვს, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია, როდესაც „საზოგადოება მის გადადგომას ითხოვს“.

„კითხვის ფორმულირებას არ ვეთანხმები, რომ საზოგადოება ითხოვს გახარიას გადადგომას. საზოგადოება არ ითხოვს, საზოგადოების გარკვეული და ნამდვილად მცირე ჯგუფი ითხოვს, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ესაა მხოლოდ ხალხი, რომელიცაა „ნაციონალური მოძრაობის“, მისი ფილიალების და მათი დანაყოფების ნების და აზრის გამომხატველი, მხოლოდ ისინი ითხოვენ ადამიანების გადადგომას. როდესაც „ფეისბუქზე“ მეკითხებით და რიგითი ადამიანების პოზიციებზე მეკითხებით, ძალიან ბევრი ადამიანის ძალიან ბევრი დადებითი შეფასება მაქვს ნანახი და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ასე ფიქრობს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მანვე ისაუბრა საკუთარი კანდიდატურის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე და აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურა არ განიხილებოდა.

„რაც შეეხება ჩემს შესაძლო ნომინირებას, ეს იყო ჭორები, რომელიც ისევ მედიის სხვადასხვა საშუალებით ვრცელდებოდა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რომ ხანდახან და ხშირ შემთხვევაში მედია ყოველთივს არ ეყრდნობა სწორ და გადამოწმებულ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში ეს ჭორი არ შეესაბამებოდა რეალობას, არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი კანდიდატურა განხილვაში არსებობდა თუ არა, უმრავლესობამ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ჩემი კანდიდატურა კი განხილვაში არ ყოფილა“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა