ბათუმის დრამატული თეატრის სცენა ფრანგ პიანისტს ლიდი სოლომონს დაეთმო

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მე-6 დღეს ბათუმის დრამატული თეატრის სცენა ახლგაზრდა ფრანგ პიანისტს, ლიდი სოლომონს, დაეთმო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლიდი სოლომონი ბათუმში ფესტივალის პარტნიორის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით იმყოფება. ღონისძიების დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელმა სალომე მურვანიძემ მიმართა.

„შემსრულებელმა სოლო კონცერტზე ლუდვიგ ვან ბეთხოვენის, მიშელ სონისა და მორის რაველის ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტს ფესტივალზე სტუმრად მყოფი, ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და მუსიკის ინოვაციური სწავლების მეთოდის ავტორი მიშელ სონი დაესწრო.

ფესტივალის მეშვიდე დღე ხელოვნებას დაეთმობა. ბათუმის ხელოვნების მუზეუმში საფრანგეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მხატვრის ანრი მაჭავარიანის ნამუშევრები გამოიფინება.

გამოფენა 17:00 საათზე გაიხსნება, 20:00 საათზე კი ბათუმის დრამატულ თეატრში გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო და წიგნის პრეზენტაცია მოეწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება