გიორგი გახარია - თითოეული მოქალაქე ჩვენს საქმიანობას აფასებს კონკრეტული შედეგით და გვინდა, რომ ინიციატივების ნაცვლად უფრო ბევრი ვისაუბროთ კონკრეტულ საქმეებზე

თითოეული მოქალაქე ჩვენს საქმიანობას აფასებს კონკრეტული შედეგით და გვინდა, რომ ინიციატივების ნაცვლად უფრო ბევრი ვისაუბროთ კონკრეტულ საქმეებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ფრაქციებთან შეხვდრაზე განაცხადა.

„საერთოდ, მინდა, ასევე, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთლიანად ჩვენი პროგრამის ძირითადი პრინციპი იქნება მოქმედება, საქმე, ეფექტურობა და შედეგი. ჩვენ, კოლეგებო, ერთად ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი შედეგიანი, წარმატებული ინიციატივა გვქონდა, ძალიან ბევრი კარგი ახალი პროგრამა გვქონდა, თუმცა, ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ ეს წელი აუცილებლად უნდა იყოს კონკრეტული ქმედებების, ეფექტურობის და შედეგიანობის წელი. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე ჩვენს საქმიანობას აფასებს კონკრეტული შედეგით და ჩვენ გვინდა, რომ ინიციატივების ნაცვლად უფრო ბევრი ვილაპარაკოთ კონკრეტულ საქმეებზე. ეს მიდგომა, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხრიდანაც იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა