ბათუმში ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

ბათუმში ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონიდან საჯარო სკოლის 100 უფროსკლასელი მონაწილეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.

ბანაკი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, გახსნეს.

7 დღის განმავლობაში მოსწავლეები იმუშავებენ: არდუინოსა და პროგრამირებაზე, მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიქსზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე, გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპ მიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში, ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს და ასევე სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. რეგიონების მიხედვით მონაწილეები ასე გადანაწილდნენ:

თბილისი - 19, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამეგრელო- ზემო სვანეთი - 10, აჭარა - 10, შიდა ქართლი - 11, ქვემო ქართლი - 10, იმერეთი - 10, გურია - 9, რაჭა - 2 და სამცხე ჯავახეთი - 5.

ბანაკის მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერების აქტუალურ საკითხებს და მიიღონ საწყისი ცოდნა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომში მათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში დაეხმარება.

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში. პროექტს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა