100-მდე სკოლის მოსწავლე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკში იღებს მონაწილეობას

100-მდე სკოლის მოსწავლე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკში იღებს მონაწილეობას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ბანაკი დღეს გაიხსნდა და მასში მონაწილეობას იღებენ კონკურსის საფუძველზე შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ, პროექტის ფარგლებში, სრულად დაუფინანსდათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

მათივე ინფორმაციით, 7 დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები გაეცნობიან საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს და მიიღებენ საწყის ცოდნას ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომში მათ დაეხმარება STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.

მათივე ცნობით, 7 დღის განმავლობაში მოსწავლეები: იმუშავებენ არდუინოსა და პროგრამირებაზე; მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიქსზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე; გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპ მიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში; ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს; მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრში.

„ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. რეგიონების მიხედვით მონაწილეები ასე გადანაწილდნენ: თბილისი - 19, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამეგრელო- ზემო სვანეთი - 10, აჭარა - 10, შიდა ქართლი - 11, ქვემო ქართლი - 10, იმერეთი - 10, გურია - 9, რაჭა - 2 და სამცხე ჯავახეთი - 5.

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან, ჯეოლაბთან, ედისონთან, ინოვაციების მხარდაჭერის ფონდთან და ოლდრიჯის მეწარმეობის ინსტიტუტთან ერთად,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა