„ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი  ზურაბ იაშვილი 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებული „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონიძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, გაასაჩივრებს, თუმცა თუ სასამართლო მის სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ის გირაოს გადაიხდის.

როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მის მიმართ წაყენებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და ყველა ტრანზაქცია კანონის ფარგლებშია განხორციელებული.

„გადაწყვეტილებას ჯერ გავასაჩივრებ და თუ არ დაკმაყოფილდა, გადავიხდი გირაოს. რაც შეეხება ბრალდებას, გუშინაც აღვნიშნე, რომ არ ვეთანხმები. საქმის მასალებს გავეცანი და ადვოკატთან ერთად ვადასტურებ, რომ საერთოდ შორს არის სიმართლისგან ის ბრალდება, რაც მაქვს წაყენებული. ყველა ტრანზაქცია, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა განხორციელებულია კანონის შესაბამისად", - განაცხადა ზურაბ იაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000- ლარიანი გირაო შეეფარდა.

ამასთან, მას ეკრძალება საგამოიებო ორგანოს ინფორმორების გარეშე, ქვეყნიდან გასვლა და საქართველოს საზღვრის დატოვება.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს