ბიძინა გეგიძე პარლამენტის სხდომას  ბოიკოტს უცხადებს

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით სარგებლობს, პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება, ბოიკოტს უცხადებს.

აღნიშნულის შესახებ დეპუტატი თავად წერს სოციალურ ქსელში, სადაც აღნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შეტყობინება სოციალური ქსელის - whatsApp-ის მეშვეობით გაუგზავნა.

“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გაცნობებთ, რომ ჩემი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატის, პოლიტიკური შეხედულებების გამო, უარს ვაცხადებ მიმდინარე წლის 8 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე. შესაბამისად, არ დავესწრები დაგეგმილ პლენარულ სხდომას,” – წერს ბიძინა გეგიძე.

შეგახსენებთ, რომ 1-ლ სექტემბერს, „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს, ხოლო გარიცხვის შესახებ შეტყობინება მაჟორიტარის თქმით, სწორედ WhatsApp-ის მეშვეობით გაიგო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა