პატიმრების გაცვლის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს

პატიმრების გაცვლის შემდეგ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი უკრიანული მხარის ინციატივით მოხდა.

ვლადიმერ პუტინმა და ვლადიმერ ზელენსკიმ ერთხმად აღნიშნეს, რომ 2 ქვეყანას შორის ურთიერთობების გამუჯობესებისათვის პატიმრების გაცვლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მათ ასევე განაცხადეს, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმების მიხედვით პოლიტპატიმრები 7 აგვისტოს გაცვალეს. მედიის ცნობით, მხარეები 35/35 სქემით მოქმედებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარემ 35-35 პატიმარი გაცვალა. აღსანიშნავია, რომ გათავისფლებულ უკრაინელ პატიმრებს შორის 24 მეზღვაურია, რომლებიც ქერჩის სრუტეში დააკავეს. კიევში, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნებულ უკრაIნის მოქალაქეებს ვლადიმირ ზელენსკი პირადად შეხვდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა