სკაუტური ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში სკაუტური ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მათ ახალგაზრდებს სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, პრიორიტეტებსა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მოზარდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი აქტივობების მიზანია, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა.

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" ა(ა)იპ „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციასთან" თანამშრომლობით, წყემში პირველად სკაუტურ ბანაკს „თავგადასავალი 2019“ატარებს. საბანაკე პროგრამა 8 დღისგან შედგება და აქტივობები მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილს. ბანაკში 11-დან 25 წლამდე 400 მოზარდი და ახალგზარდა ისვენებს.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა მიმართულებით: ლიდერობა, ჯგუფური მუშაობა, გარემოსდაცვითი აქტივობები, პიონერინგი, ორიენტირება, თვითგადარჩენა, ლაშქრობის დაგეგმვა და ა.შ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა