გიორგი გახარია - თუ ანგარიშფაქტურების გაყალბების საქმეში გამოიკვეთებიან ორგანიზატორები, რა დონის თანამდებობის პირებიც არ უნდა იყვნენ, დაისჯებიან

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან პირობა დადო, რომ თუკი დღგ-ს გადასახადის ანგარიშფაქტურების გაყალბების საქმეში გამოიკვეთებიან ორგანიზატორები, რა დონის თანამდებობის პირებიც არ უნდა იყვნენ ისინი, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგადასახადო დისციპლინა ფუნდამენტური საკითხია სახელმწიფოს ფუქნციონირების და ასევე, გეგმის შესრულებისა და ქვეყნის განვითარებისათვის.

“დღგ-სთან დაკავშირებული ისტორია ძალიან სერიოზული გამოწვევაა საგადასახადო და სამართალდამცავი სისტემისათვის - ეს არის ფაქტი და უნდა ვაღიაროთ! ამ საქმის ფარგლებში დაკავებულია დაახლოებით 60-მდე ადამიანი. დევნა უფრო მეტზეა დაწყებული. კითხვაზე, ხომ არ ვაპირებთ რიგით ბიზნესმენებზე გადავტეხოთ ჯოხი? - არ ვაპირებთ! გამოძიებას აქვს თავისი ლოგიკა. ეს ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ სრულფასოვანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასადგენად დევნის დაწყება, განსაკუთერებით მაშინ, როდესაც ადამიანებმა გადასახადის გადახდას განზრახ აარიდეს თავი და ჩათვლებისთვის გამოიყენეს ჰაერზე შექმნილი დღგ - ეს არის პირდაპირი ზიანი, რომელიც ბიუჯეტს მიადგა. შეიძლება სასჯელის სიმკაცრზე ვისმჯელოთ, თუმცა საგადასახადო დისციპლინის დასამყარებლად, რა თქმა უნდა, თუკი ამ საქმეში გამოიკვეთება ორგანიზატორები, რა დონის თანამდებობის პირებიც არ უნდა იყვნენ, გპირდებით, რომ მათი დევნა და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. სხვანაირად საგადასახადო დისცილინას ვერ აღვადგენთ! გპირდებით, რომ ყველა იმ დამნაშავის მიმართ, რომელმაც სხვადასხვა დოზით ამ სქემის შემუშავებასა და განხორციელებეში მიიღო მონაწილეობა, სახელმწიფოს მიდგომა იქნება უმკაცრესი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა