ბათუმში საპროტესტო აქცია ლოზუნგებით - „აქედანაც სირცხვილია," „გახარიას უხარია, როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიან!" მიმდინარეობს

ბათუმში, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პრემიერი-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურასა და პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებებენ. აქცია გმირთა ხეივანში, 9 აპრილის მემორიალთან მიმდინარეობს ლოზუნგებით - „აქედანაც სირცხვილია," „გახარიას უხარია, როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიან!"

„ვაპროტესტებთ გახარიას გაპრემიერებას. ერთმა როდონიოვმა საქართველოში მოგვიწყო 9 აპრილი, ხოლო 30 წლის შემდეგ გახარიამ რუსეთის დავალებით მოგვიწყო 20 ივნისი და თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს დათხარეს თვალები. ამ ადამიანს დღეს აპრემიერებენ, რასაც ჩვენ არ შევეგუებით, არ დავუშვებთ იმას, რომ საქართველოში ისევ არსებობდნენ გავრილოვები. 9 აპრილს დაწყებულ ბრძოლას მივყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა აქტივისტმა, ხათუნა ბერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა