ნუკრი ქანთარია - პარლამენტთან ცხვრები მოიყვანეს, თუმცა გადაახვიონ 10 წლით ადრე, როცა მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ "ბეე“-ს იძახდა

უმრავლესობის წევრი დეპუტატი ნუკრი ქანთარია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ცხვრების მიყვანის ფაქტს გამოეხმაურა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, 10 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენონ, როდესაც „ ყველა „ნაციონალი“ „ბეე“-ს იძახდა“.

„ 2 პოლიტიკური, მავნებლური ჯგუფი და მასთან ასოცირებული ჯგუფები, თავგანწირული, სასოწარკვეთილი ცდილობენ გაასაღონ ტყუილები სიმართლედ. ფაქტობრივად, ხდებიან სიცრუის გამყიდველები და უნდათ, რომ გაყიდონ ეს სიცრუე. გარეთ დგას რაღაც ჯგუფი და უნდათ ოკუპაცია გააპროტესტონ, ყვირიან „რუსეთი ოკუპანტია“ და ალბათ, ჩვენი ბრალია ყველასი, რომ ამ ხალხმა ახლა გაიგო ეს ამბავი. ჩვენ გვაბრალებენ, არადა, ხომ ვიცით, რომელი ხელისუფლების მეშვეობით მოხდა ეს ოკუპაცია საქართველოში. ახლა მოიყვანეს ცხვრები, მოაბეს ყელზე თოკები და ისე მოათრიეს (ალბათ, ცხოველთა დაცვის საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამ ამბავში, რადგან ცხვარს ყელზე არ აბამენ თოკს და არ დაათრევენ აქეთ-იქით). თუ ამით იმის თქმა უნდათ: აი, უმრავლესობა როგორი მორჩილია - გადაახვიონ 10 წლით ადრე, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ „ბეე“-ს რომ იძახდა - გვახსოვს ასეთი საქართველო. თუ უნდა მათ მეცხოველეობის განვითარებაში რაღაც წვლილი შეიტანონ და გვიკარნახონ, ჩვენ დავეთანხებით, იმიტომ, რომ მართლაც საჭიროა, დაუზარებლად მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა