ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ უსაფრთხოებას ე.წ. შსს-ს 700 თანამშრომელი უზრუნველყოფს

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურზე მართლწესრიგს ე.წ. შსს-ს 700 თანამშრომელი უზრინველყოფს. ამის შესახებ დე ფაქტო შს მინისტრმა გარი არშბამ განაცხადა.

მისი თქმით, „სამინისტროს“ თანამშრომლები მზად არიან აღკვეთონ ნებისმიერი სახის პროვოკაცია „არჩევნების“ მსხვლელობის დროს, თუკი ასეთი რამ მოხდება.

ამასთან, არშბა დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

მისივე ინფორმაციით, თანამშრომელთა შემადგენლობა 7 სექტემბრიდან გაძლიერებულ რეჟიმზეა გადაყვანილი, საარჩევნო უბნებთან ცენტრალური აპარატის ხარჯზე, პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

არშბას ინფორმაციით, „არჩევნების“ დღეს სისხლის სამართლისა და საზოგადოებრივი წესრიგის კუთხით არანაირი დანაშაული არ მომხდარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო