ხათუნა ლაგაზიძე - პროცესის რადიკალიზაცია, პოლიტიკური ველიდან გაკაფავს საშუალო და მცირე კალიბრის მოთამაშეებს, რაც აწყობს როგორც „ნაციონალებს“, ისე „ოცნებას“

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, მმართველი გუნდის მიერ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დასახელებას უხმაუროდ თავიდანვე არ ჩაუვლია. საკმაოდ ხმაურიანი იყო შსს მინისტრად ვახტანგ გომელაურის, ხოლო თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებაც და შემდეგ პარლამენტში გადახალისებული მთავრობის შემადგენლობის შეხვედრები ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან.

პარლამენტში გამართული შეხვედრები ცალკე თემაა, ჩვენ მათ აუცილებლად შევეხებით. სამთავრობო ცვლილებებმა უამრავი თემა გახადა აქტუალური. ალბათ უმთავრესია ის, თუ რის გამო განხორციელდა ეს ცვლილებები.

ამ თემაზე უამრავი აზრი გამოითქვა. დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მმართველმა გუნდმა სამთავრობო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა.

თქვენ როგორ შეაფასებდით გიორგი გახარიას გაპრემიერებას, ძალოვან უწყებებში გადაადგილებებს და იმას, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება „ოცნებამ“ ახალი შემადგენლობით ერთი წლით ადრე დაიწყო?

- ვფიქრობ, პროცესების სრულყოფილი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ გახარიას რეალური მოტივაცია - რატომ დათანხმდა პრემიერობას. რას მატებს მას პრემიერობა?! ძალაუფლებას და გავლენას? - არა, პირიქით, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის რანგში მას უფრო მეტი გავლენა ექნებოდა ძალოვან სამინისტროებზე, სამართალდამცავ სტრუქტურებზე.

სახელს და დიდებას?! - ასევე არა, რადგან პრემიერის რანგში ის მთავარი სამიზნე ხდება „ოცნებაზე“ წამოსული ყველა დარტყმის. ის არც ხელის ბიჭია, რომელიც ნებისმიერ შემოთავაზებას თუ ბრძანებას დათანხმდება, დაკრავს ფეხს და არჩევნებამდე დარჩენილ 1 წელში ქვეყანას რუსეთისკენ გააქანებს?! - ეს საშიშროებაც ნაკლებ რეალისტურია, რადგან არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ასეთ რადიკალურ ძვრებზე არავინ წავა.

გახარია, როგორი შთაბეჭდილებაც მან დატოვა ექსპერტებთან რამდენიმე შეხვედრის შედეგად, არ იყო ხისტი მეთოდების მომხრე, ყოველ შემთხვევაში, საჯარო პოლიტიკაში.

გახარია, როგორი შთაბეჭდილებაც მან დატოვა ექსპერტებთან რამდენიმე შეხვედრის შედეგად, არ იყო ხისტი მეთოდების მომხრე, ყოველ შემთხვევაში, საჯარო პოლიტიკაში

ერთი-ერთი შეხვედრისას, როცა მას ვკითხეთ, რატომ არ იღებს ხელისუფლება უფრო ხისტ ზომებს კრიმინალთან საბრძოლველად, მისი პასუხი იყო, რომ მკაცრი ხელის პოლიტიკიდან ავტორიტარიზმამდე ზღვარი ძნელი დასაცავია, ავტორიტარიზმი კი ძალიან მალე დაამთავრებს ნებისმიერ ხელისუფლებას ჩვენი ტიპის საზოგადოებებში და ამიტომაც მე მკაცრი ხელის პოლიტიკას არ ვემხრობიო.

და თუ ეს ასეა, მაშინ კვლავ აქვს არსებობის უფლება კითხვას - იყო თუ არა გახარია 20 ივნისის ავტორი და რატომ დათანხმდა ის „ოცნების მახვილის“ როლს, რადგან ის რიტორიკა, რაც მისგან საკომიტეტო მოსმენებისას მოვისმინეთ, აშკარად გვაჩვენებს, რომ მას პრემიერობასთან ერთად „ოცნების“ არა მარტო ფარის, რომელმაც ყველა დარტყმა თავის თავზე უნდა აიღოს, არამედ - მახვილის როლიც მოარგეს.

დღევანდელი მოცემულობით ცხადია, რომ „ოცნებაში“ ძლიერი ხელის მომხრეთა ფრთამ გაიარჯვა - რომლებმაც ჩათვალეს, რომ ხელისუფლებამ მეტ-ნაკლებად ლიბერალური მიდგომებით მართვის რესურსი ამოწურა და 2020-ის არჩევნების მოგებას მხოლოდ „ძლიერი ხელის“ იმიჯის მორგებით შეძლებს.

დღევანდელი მოცემულობით ცხადია, რომ „ოცნებაში“ ძლიერი ხელის მომხრეთა ფრთამ გაიმარჯვა - რომლებმაც ჩათვალეს, რომ ხელისუფლებამ მეტ-ნაკლებად ლიბერალური მიდგომებით მართვის რესურსი ამოწურა და 2020-ის არჩევნების მოგებას მხოლოდ „ძლიერი ხელის“ იმიჯის მორგებით შეძლებს

„მკაცრი ხელის“ პოლიტიკაზე გადასვლის დაანონსებით „ოცნებამ“ მკვეთრად გამოჰყო საკუთარი ამომრჩევლის სეგმენტიც - ვისაც მკაცრი, ოღონდ „არა-ნაციონალური“ ხელის ნოსტალგია აქვს. გახარიას, „ოცნების“ ბევრი „ლიდერისგან“ განსხვავებით, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნას საკუთარი „ბოსტნის“ კეთილმოწყობით ზომავენ, აქვს ამბიცია მისი სახელი დაერქვას რაღაც პროცესებს და მოვლენებს.

„მკაცრი ხელის“ პოლიტიკაზე გადასვლის დაანონსებით „ოცნებამ“ მკვეთრად გამოჰყო საკუთარი ამომრჩევლის სეგმენტიც - ვისაც მკაცრი, ოღონდ „არა-ნაციონალური“ ხელის ნოსტალგია აქვს

რა სახელის მოპოვებას ესწრაფვის და შეძლებს გახარია „ოცნების“ მიერ არჩეული ახალი, ძალისმიერი ხაზის ფონზე, თუნდაც „ოცნების“ მიერ უკვე სათავისოდ დაგულებულ ამომრჩეველში, რთული სათქმელია.

- გამართლდა ბევრის ვარაუდი, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მმართველი გუნდი პროცესის რადიკალიზაციაზე წავიდა.

პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრებამდე რამაზ საყვარელიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ სამთავრობო ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ „ოცნება“ კოჰაბიტაციის ფარგლებიდან მაქსიმალურად აპირებს გასვლას.

ეს ვარაუდი მას შემდეგ გამართლდა სრულად, რაც ჯერაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა - „მე თქვენ დაგამთავრებთ“. ასევე - „დავრწმუნდი, რომ „ნაცმოძრაობა“ და მათი ფილიალი „ევროპული საქართველო“ ერთი ჯგუფია“.

თქვენ როგორ აღიქვით პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება და სავარაუდოდ რა ნაბიჯებს გადადგამს „ოცნება“ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დასამთავრებლად?

- ეს სწორედ ის იმიჯია, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით. მეორე მხრივ, ეს რიტორიკა „ოცნებას“ სჭირდება პოლიტიკური სივრცის კვლავ პოლარიზაციისთვის. ანუ იმისთვის, რომ ძირითად კონკურენტად და საფრთხედ პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ისევ „ნაცმოძრაობა“ დატოვოს და უკვე მერამდენე არჩევნები მოიგოს „მგელი მოდის“ პრინციპით.

ვფიქრობ, რომ გახარიას დაანონსებული „ნაციონალების“ განადგურება“ რიტორიკას დიდად არ გასცდება. უფრო პირიქით - რადგან „ოცნება“ აპირებს იმუშავოს პრინციპით - ვინც ჩემს წინააღმდეგ არის, ყველა „ნაციონალებთან“ შეკრულია. მას, რეალურად, კიდევ უფრო რადიკალიზებული და „გაძლიერებული“ „ნაციონალური“ მოძრაობა აწყობს.

გახარიას დაანონსებული „ნაციონალების“ განადგურება“ რიტორიკას დიდად არ გასცდება. უფრო პირიქით - რადგან „ოცნება“ აპირებს იმუშავოს პრინციპით - ვინც ჩემს წინააღმდეგ არის, ყველა „ნაციონალებთან“ შეკრულია. მას რეალურად კიდევ უფრო რადიკალიზებული და "გაძლიერებული“ „ნაციონალური“ მოძრაობა აწყობს

რეალურად კი „ოცნებას“ გაცილებით მეტად ეშინია პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური ძალების შემოსვლის, ვიდრე „ნაცმოძრაობის“. ამიტომაც, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ „ოცნების“ ხელში იარაღია, რომლითაც პოლიტიკური ველის მოსუფთავებას შეეცდება.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ „ოცნების“ ხელში იარაღია, რომლითაც პოლიტიკური ველის მოსუფთავებას შეეცდება

ამიტომაც არ შეუშალა „ოცნებამ“ ხელი „რუსთავი-2“-ის ადგილზე ორი ახალი და მოსალოდნელია, რომ არანაკლებ პოპულარული ტელევიზიის წარმოქმნას, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ამ რადიკალიზაციას და პოლიტიკური სივრცის ორ ძირითად მოთამაშედ დაყოფას - „ოცნება“ და „ნაციონალები“ ან „ნაციონალური“ წარსულის მქონენი“ - უფრო შეუწყობენ ხელს და ამით „ოცნების“ წისქვილზე დაასხამენ წყალს.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა შენიშნავს, რომ შიდა პოლიტიკის უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ თუ ადრე „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა ოპონენტების ნეიტრალიზებას, ახლა თავის მთავარ მიზნად „ოცნებამაც“ ეს დაისახა.

თქვენი დაკვირვებით, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ძირითად ოპონენტებს შორის პრაქტიკულად „ცივი ომის“ ვითარება სავარუდოდ როგორ აისახება შიდა პოლიტიკაზე და პოლიტიკურ ძალთა შორის კონკურენციაზე?

- როგორც ვხედავთ, „ოცნება“ აპირებს პოლიტიკურ ველზე ადგილი არავისთვის დატოვოს გარდა „ნაციონალების“ ან მათი განაყოფებისა. „პატრიოტთა ალიანსიც“ „ოცნების“ ამ სტრატეგიაში ეწერება და ისიც „ანტინაციონალურ“ ტალღაზე ეცდება პარლამენტში შესვლას.

არადა, ლოგიკურად „ოცნებას“ დასჭირდება პარტნიორები მომავალ სამთავრობო კოალიციაში და ვინ შეიძლება იყვნენ ეს პარტნიორები თუ პოლიტიკური სივრცე არსებული პარტიების იმედად დარჩა?!

ლოგიკურად „ოცნებას“ დასჭირდება პარტნიორები მომავალ სამთავრობო კოალიციაში და ვინ შეიძლება იყვნენ ეს პარტნიორები თუ პოლიტიკური სივრცე არსებული პარტიების იმედად დარჩა?!

დღევანდელი მოცემულობით პარლამენტში გასვლის შანსები აქვთ - „ოცნებას“, „ნაციონალებს,“ „ევროპულ საქართველოს,“ ხაზარაძეს - თუ ჩამოყალიბდა პოლიტიკურ პარტიად, „პატრიოტთა ალიანსს,“ ელისაშვილს, ბურჯანაძეს, ნათელაშვილს, გირჩს, უსუფაშვილს, გიორგი (უმცროს) ვაშაძეს, ვასაძეს - თუ გადაწყდა მისი პოლიტიკაში შემოსვლა და შესაძლოა, თითო კაცით კიდევ ორ-სამ პარტიას.

ამათგან, ვისთან შეიძლება „ოცნებამ“ შეკრას კოალიცია 2020-ის არჩევნების მერე?! ან დასავლურ მიმართულებასთან - „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, უსუფაშვილი, გიორგი ვაშაძე ან ანტიდასავლურ მიმართულებასთან - „პატრიოტთა ალიანსი“, ვასაძე და ა.შ.

პირველ ვერსიას „ოცნების“ ამომრჩეველი ვერ გაიგებს, განსაკუთრებით გააფთრებული „ანტინაცური“ საარჩევნო კამპანიის შემდეგ და ამ გზას თავად იჭრის „ოცნება“, როცა „ევროპულ საქართველოს“ „ნაცების“ ფილიალად აცხადებს.

პირველ ვერსიას „ოცნების“ ამომრჩეველი ვერ გაიგებს, განსაკუთრებით გააფთრებული „ანტინაცური“ საარჩევნო კამპანიის შემდეგ და ამ გზას თავად იჭრის „ოცნება“, როცა „ევროპულ საქართველოს“ „ნაცების“ ფილიალად აცხადებს

ხოლო მეორე ვერსია - ღიად გამოცხადებული პროროსული კურსია. ღიად პრორუსულ ხელისუფლებას კი ამერიკა, თუ მას რაიმე ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ კიდევ შერჩენია, არ დაუშვებს საქართველოში.

რა გამოდის?! „ოცნება“ ფიქრობს, რომ 2020-შიც ერთპიროვნულად დააკომპლექტებს მთავრობას?! ჯერ კიდევ მაისში ხელისუფლება იმასაც არ ელოდა, რომ პროპროციულ არჩევნებზე წასვლა მოუწევდა.

ხოლო მეორე ვერსია - ღიად გამოცხადებული პროროსული კურსია. ღიად პრორუსულ ხელისუფლებას კი ამერიკა, თუ მას რაიმე ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ კიდევ შერჩენია, არ დაუშვებს საქართველოში

ამ ვითარებაში „ოცნების“ მხრიდან ყველაზე სახელმწიფოებრივი მიდგომა იქნებოდა, რომ გაეხსნა სივრცე და პოლიტიკურ ველზე შემოსვლისთვის ხელსაყრელი პირობები შეექმნა ახალი პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებთან ერთად კოალიციის შექმნა თავად „ოცნებას“ გააკეთილშობილებდა.

რა გამოდის?! „ოცნება“ ფიქრობს, რომ 2020-შიც ერთპიროვნულად დააკომპლექტებს მთავრობას?! ჯერ კიდევ მაისში ხელისუფლება იმასაც არ ელოდა, რომ პროპროციულ არჩევნებზე წასვლა მოუწევდა

მაგრამ, ყველაფრიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად შეეშინდა სხვადასხვა, მეტ-ნაკლებად ძლიერი ფინანსური ჯგუფების მიერ გამოხატული პოლიტიკური ამბიციების და მათი სურვილის - ასპარეზე გამოეყვანათ ახალი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც ექნებოდათ რესურსი დაებალანსებინათ „ოცნების“ ერთპიროვნული გავლენა.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წლის არჩევნები ისევ „ნაციონალების“ არდაბრუნების ნიშნით წარიმართოს?

ის, რომ აქამდე არ წარმოუდგენია პროკურატურასა და შსს-ს 20 ივნისის მასალები ხომ არ აჩენს ვარაუდს, რომ „ოცნებას“ სააკაშვილი თბილისში არ სჭირდება. მათ ინტერესშია იგი კიევში იყოს და იქედან აქტიურობით „დაეხმაროს“ „ოცნებას“ იმ ძალების კონსოლიდირებაში, ვისაც „ნაციონალების“ დაბრუნება არ სურთ?

- 2012 წლიდან მოყოლებული „ნაციონალები“ და „ოცნება“ ერთ ნავში სხედან და ერთად უსვამენ ნიჩბებს საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად. ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი ამ ორივე პარტიის არსებობის პირობაა, ალტერატივების გაჩენის შემთხვევაში ორივე დაკარგვას ჩვეულ წონას და გავლენას. ასე იქნება 2020-ის არჩევნებზეც - თუ ხალხს „ნაციონალების“ დაბრუნების შიში გაუქრა და ახალი პოლიტიკური ალტერნატივები გაჩნდა, „ოცნება“ დღევანდელი პოლიტიკით ადმინისტრაციული რესურსის გარდა ხმებს ვერ აიღებს.

თუ ხალხს „ნაციონალების“ დაბრუნების შიში გაუქრა და ახალი პოლიტიკური ალტერნატივები გაჩნდა, „ოცნება“ დღევანდელი პოლიტიკით ადმინისტრაციული რესურსის გარდა ხმებს ვერ აიღებს

ისევე როგორც, ალტერნატიული პოლიტიკური ძალები და მრავალმოთამაშიანი პოლიტიკური ველი პოლიტიკური დასასრულის ტოლფასია სააკაშვილისთვის, მით უფრო ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების პირობებში, რადგან საპროტესტო ელექტორატი სხვა პოლიტიკურ ძალებზე გადანაწილდება და „ნაცები“ დარჩებიან მათი, არცთუ დიდი ელექტორატის ამარა.

ეს კი „ნაციონალურ მოძრაობას“ საშუალო, ტრაფარეტულ პარტიათა რიგში გადაისვრის. ასე რომ, „ოცნების“ მიერ დანთებულ „ანტინაციონალურ ცეცხლს“ სააკაშვილი 2020-ის არჩევნებშიც აუცილებლად „დაასხამს ნავთს,“ ანუ კვლავ გაამძაფრებს ხელისუფლებაში დაბრუნების რევოლუციურ რიტორიკას.

„ოცნების“ მიერ დანთებულ „ანტინაციონალურ ცეცხლს“ სააკაშვილი 2020-ის არჩევნებშიც აუცილებლად „დაასხამს ნავთს,“ ანუ კვლავ გაამძაფრებს ხელისუფლებაში დაბრუნების რევოლუციურ რიტორიკას

- მთავრობის მომავალი წევრების პარლამენტში გამოსვლა ბევრი თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო გახლდათ. ბევრი ინიციატივა გაჟღერდა, მაგრამ ბევრი რეალობასთან შეუსაბამო რამეებიც ითქვა.

ხმაურიანი განხილვებიდან თქვენ ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? რა მოგეჩვენათ რეალისტურად ან ზედმეტადაც კი პოპულისტურად?

- ეფექტურიც იყო და პოპულისტურიც გახარიას პროგრამა, მაგრამ არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელში რადიკალური სოციალურ-ეკონომიკური ძვრების მოხდენა შეუძლებელია და ცხადია, რომ ყველაფერი ძირითადად მოემსახურება „ოცნების“ მიერ ხელისუფლების შენარჩუნების მიზანს.

სად შეიძლება ველოდეთ ცვლილებებს?! სასამართლო ხელისუფლებაში - არა. ერთადერთი, სადაც „ოცნებას“ მოკლევადიანი ეფექტის მოხდენა შეუძლია, არის კორუფციასთან მასშტაბური და მასობრივი ბრძოლის კამპანიის დაწყება, რასაც ხელისუფლება ჯიუტად არ იმჩნევს და არ იწყებს.

სად შეიძლება ველოდეთ ცვლილებებს?! სასამართლო ხელისუფლებაში - არა. ერთადერთი, სადაც „ოცნებას“ მოკლევადიანი ეფექტის მოხდენა შეუძლია, არის კორუფციასთან მასშტაბური და მასობრივი ბრძოლის კამპანიის დაწყება, რასაც ხელისუფლება ჯიუტად არ იმჩნევს და არ იწყებს

რაც შეეხება, თავდაცვის მიმართულებით ღარიბაშვილის ინიციატივებს - მე მაინტერესებს, თუ დღემდე რჩება აღფრთოვანების საგნად სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაწყებული ქართული წარმოების იარაღის პროექტი, რატომ გახდა ცინიზმისა და სარკაზმის საგანი ღარიბაშვილის ინიციატივა იმავე თემაზე. გეთანხმებით, რომ იყო გარკვეული ჰიპერბოლიზება, როცა საუბარი შეეხო ყველა სახის იარაღის წარმოებას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საზოგადოება იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ამ პროგრამის რეალისტური ნაწილის სისრულეში მოყვანას შეუწყოს ხელი და აიყვანოს კონტროლზე.

ან ის, რომ მომავალ თაობებს სჭირდებათ პატრიოტული აღზრდა, რისი კატასტროფული დეფიციტიც იყო სწორედ განვლილი 8 წლის მანძილზე „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ეს უნდა გახდეს კრიტიკის საგანი?!

ან ის, რომ საქართველოსნაირ ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება კვალიფიციური სამხედრო რეზერვი, ეს უნდა იწვევდეს პროტესტს?! რაციონალიზმის ფარგლებშია ამ ინიციატივების მოყვანა საჭირო და ამ მიზნით დიალოგია საჭირო ხელისუფლებასთან. თუ არ წამოვა ამ დიალოგზე, მერეც მოესწრება ქოქოლის დაყრა.

- რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ ხელისუფლება შეძლებს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარების კარდინალურად შეცვლას და დაკარგული ელექტორატის დაბრუნებას?

- ყველაფერს სჯობდა პოზიტივზე აგებული კამპანია, მაგრამ ეს ხელისუფლების მხრიდან მართვის სტილის, მიდგომების, აზროვნების რევოლუციურ ცვლილებებს ითხოვდა, “ოცნება“ კი ამისთვის მზად არ არის, ისევე როგორც ეს ვერ შეძლო 2012 წელს „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ.

სამწუხაროდ, „ოცნება“ გააგრძელებს 2016 და 2018 წლების არჩევნების დროს გაკვალული გზებით სიარულს.

სამწუხაროდ, „ოცნება“ გააგრძელებს 2016 და 2018 წლების არჩევნების დროს გაკვალული გზებით სიარულს

- „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა განაცხადა - „წილი ნაყარია... გახარია-ღარიბაშვილის ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ტანდემი ივანიშვილის არჩევანია. ქართულ რეალობაში დასავლეთისთვის ზურგშექცევა ჩრდილოეთის იმედად ყოფნას ნიშნავს... გახარია-ღარიბაშვილის ტანდემი შეიარაღებული სტრუქტურების ხელმძღვანელებად შიდა და პოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხესაც ზრდის.“

თქვენ რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ გახარიას გაპრემიერებით, ღარიბაშვილის თავდაცვის უწყებაში გამწესებით, ივანიშვილმა დასავლეთს შეაქცია ზურგი, რაც ქვეყნის რუსეთის იმედად დატოვებას ნიშნავს?

- ჯერჯერობით ვერც ერთი ხელისუფლება საქართველოში ღიად პრორუსული კურსის გატარებას ვერ შეძლებს. ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე, ფაქტობრივად, ჩაბარდა რუსეთს, ეს ცხადია.

ამაზე შორს ხელისუფლება ვერ წავა ორი პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. სანამ „გავრილოვებზე“ და ეროვნული ღირსების შეურაცხყოფაზე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულად მნიშნელოვან ნაწილს ისეთივე რეაქცია ექნება, როგორიც 20 ივნისს ჰქონდა და 2. სანამ ამერიკას ამ რეგიონის მიმართ ინტერესი აქვს შერჩენილი. ამიტომ, არანაკლებ მნიშნელოვანია ამაზე პასუხი: დასავლეთმა ხომ არ შეგვაქცია ზურგი?!

ოქტომბერში საქართველოში მაიკ პომპეოს ჩამოსვლა იგეგმებოდა. ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს მისი ვიზიტი - თუ არ ჩამოვა, ეს შეიძლება განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებზე პასუხადაც მივიღოთ. თუ ჩამოვა - გააჩნია, რა მესიჯებით - მეორე ვადის ამოწურვის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივნების ჩამოსვლა ყოველთვის მოასწავებდა საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას ანუ მათ ჩამოჰქონდათ ხელისუფლების ცვლილების მესიჯები.

თან, ლოგიკურად, პომპეო, რომლის მესიჯებიც ხელისუფლებამ არ შეისმინა ანაკლიასთან დაკავშირებით, შეურაცხყოფილიც უნდა იყოს. ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც კი აცხადებენ, რომ ოქტომბერში თუ ანაკლიის კონსორციუმი არ შეასრულებს ვალდებულებებს, ინტერესთა ახალი გამოცხადება იქნებაო. ვნახოთ, რა მოჰყვება ამჯერად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში.

ამასთან, მოგეხსენებათ საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩი კელი დეგნანი ეყოლება, რომელიც ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველია.

ახალი ელჩის კავშირი აშშ-ის საზღვაო ძალებთან ნიშნავს თუ არა ირიბად იმას, რომ აშშ ანაკლიის პორტს საბოლოოდ იღებს საკუთარი პატრონაჟის ქვეშ, ამასაც უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

მინიმუმ არჩევნებამდე რადიკალურ ძვრებს საგარეო მიმართულებით არ ველი და ამას ძალიან დიდი წინააღმდეგობაც შეხვდება საზოგადოების მხრიდან

- „პატრიოტთა ალიანსმა“ გიორგი გახარიას რუსეთთან დიალოგის დაწყებისა და მოსკოვში ჩასვლისკენ მოუწოდა. ახლა, როცა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრია, თქვენი დაკვირვებით იგი 2020 წლის არჩევნებამდე შეეცდება მოსკოვთან დიალოგს თუ არჩევნების შემდეგ, რომელშიც გამარჯვებას „ოცნება“ გეგმავს?

- მინიმუმ არჩევნებამდე რადიკალურ ძვრებს საგარეო მიმართულებით არ ველი და ამას ძალიან დიდი წინააღმდეგობაც შეხვდება საზოგადოების მხრიდან. ამასთან, თუ რუსეთისკენ მოძრაობა დაიწყო, მაშინ ვექტორი პოლიტიკურ ძალებს შორის გაივლის პრორუსულ-პროდასავლური ნიშნით და სხვა თუ არაფერი, ეს „ოცნებას“ ელექტორალურადაც არ უნდა აწყობდეს.

მთავარია, საქართველო მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებს შორის გავლენის სფეროების ახალი გადანაწილების და თამაშის ახალი წესების დადგენის პროცესში ვაჭრობის საგანი არ გახდეს

იმედია, „ოცნება“ იმასაც ხვდება, რომ თუ გახარიას მთავრობის დამტკიცებას წინააღმდეგობა არ შეხვდა, ეს არ ნიშნავს, რომ ასევე გულგრილად შეხვდება საზოგადოება რუსეთისკენ რაიმე თვალსაჩინო სვლას.

მთავარია, საქართველო მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებს შორის გავლენის სფეროების ახალი გადანაწილების და თამაშის ახალი წესების დადგენის პროცესში ვაჭრობის საგანი არ გახდეს.

აუცილებელია ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენა, რადგან ხსნა მხოლოდ მათშია

- ზაზა ფირალიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თავისი ურთიერთობა უკვე დიდი ხანია ცივი სამოქალაქო ომის რეჟიმში გადაიყვანეს და მთელი აზარტით არიან მასში ჩართულები“.

დავით უსუფაშვილი აცხადებს - „ოპოზიცია ივანიშვილის თამაშს არ უნდა აჰყვეს, რადგან გახარიას გაპრემიერება პოლიტიკური პროცესსის რადიკალიზაციას ემსახურება.“

პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძემ მიიჩნევს, რომ „ოცნება“ რეალობას მოწყდა“, მაგრამ იქვე დასძენს, - „გამორიცხულია, რომ სამთავრობო ცვლილებებს მნიშვნელოვანი აქციები მოჰყვეს“.

თქვენი დაკვირვებით, თუ ოპოზიციამ არ შეისმინა უსუფაშვილის მოწოდება და აჰყვა ივანიშვილს პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციაში, შედეგად რა სურათი შეიძლება მივიღოთ?

- პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაცია, პოლიტიკური ველიდან გაკაფავს საშუალო და მცირე კალიბრის მოთამაშეებს, დარჩენილებს კი აიძულებს მიიღონ წამყვანი მოთამაშეების ანუ „ოცნების“ და „ნაციონალების“ თამაშის წესები. ეს ხელ-ფეხს გაუხსნის „ოცნებას“, რომ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას „ნაციონალების“ მოკავშირეების დამღა დაასვას, ისევე როგორც „ნაციონალებს“ მისცემს ფორას - ყველა მათთვის უხერხული და არასასიამოვნო კონკურენტი „ოცნების“ სატელიტად მონათლოს.

განსაკუთრებით გაუჭირდებათ ამ ფონზე თვითდამკვიდრება ახალ პოლიტიკურ მოთამაშეებს, თუ მათ გაბედეს „ოცნების“ ძლიერი ხელის პოლიტიკის და თანმდევი მოსალოდნელი შეზღუდვების ფონზე ასპარეზზე გამოსვლა. არადა, აუცილებელია ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენა, რადგან ხსნა მხოლოდ მათშია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა