გია ხუხაშვილი - ამ მინისტრთა კაბინეტს დავაწეროთ სათაურად - ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის კაბინეტი

ამ მინისტრთა კაბინეტს დავაწეროთ სათაურად - ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის კაბინეტი, - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება.

როგორც გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არანაირი სახელმწიფოებრივი ამოცანები, სამწუხაროდ, ახალი მინისტრთა კაბინეტის უკან არ ჩანს.

მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბების, „ხორცის მანქანაში ატარებს, იყენებს და მერე აგდებს“. ხუხაშვილი, ახალ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, სწორედ ასეთ ადამიანად მოიაზრებს.

„ეს მაინც, სამწუხაროდ, წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტია. მთავარი გზავნილი, რაც დავინახეთ ამ დებატებიდან გამომდინარე, არის ის, რომ ნეგატიურ დღის წერიგზეა გათვლილი, ანუ საზოგადოების კონფრონტაციაზე და ორ პოლუსიანობის უზრუნველყოფაზე. ძირითადად დაეთმო ეს დებატები ტემპერატურის აწევას, შუღლის გაღვივებას და მხარეებად ფორმირებას, ისე რომ, ალტერნატიული აზრისთვის ადგილი არ დატოვა. გახარიას სწორედ ეს ამოცანა დაუსახა ხელისუფლებამ. გამომდინარე იქიდან, რომ გრძელვადიან პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ქმნიან, საფრთხე ექმნება მათ ძალაუფლებას. შესაბამისად, ამ მინისტრთა კაბინეტს დავაწეროთ სათაურად - ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის კაბინეტი, “ - განაცხადა ხუხაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა