გიორგი გახარია - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უბრალოდ მოკურცხლა საპარლამენტო დარბაზიდან, „ევროპულმა საქართველომ“ კი ხელში ჩაიგდო მიკროფონი და კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება არ მომცეს

„ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ გაიქცა დარბაზიდან, მოკურცხლა საპარლამენტო დარბაზიდან. „ევროპულმა საქართველომ“ ხელში ჩაიგდო მიკროფონი და კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება არ მომცეს, - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

მისი თქმით, როგორც თავად, ასევე მთავრობა და ხელისუფლება დიდ პატივს სცემს ქვეყნის თითოეულ ამომრჩეველს, მაშინ, როდესაც ოპოზიციამ მინისტრებს არ მოუსმინა.

„მე პირადად, ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება დიდ პატივს სცემს ამ ქვეყნის თითოეულ ამომრჩეველს, მათ შორის ოპოზიციის ამომრჩეველსაც და ეს ფაქტია, ჩვენ მათ ვესაუბრებით. მათი პატივისცემით ჩვენ დავდექით და დეტალურად ვუპასუხეთ თითოეულ შეკითხვას, მაშინ როდესაც მინისტრების მოსმენის დროს ჩვენმა კოლეგებმა არც იკადრეს უბრალოდ დისკუსიაში შემოსვლა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ გაიქცა დარბაზიდან, მოკურცხლა ჩვეულებრივად საპარლამენტო დარბაზიდან, დებატებში შემოსვლის შიშის გამო. მათ ჯერ თქვეს ერთი დიდი ტყუილი, 20 ივნისს დაზარალებული ახალგაზრდა ადამიანი გამოიყენეს, ტყუილი თქვეს და შემდგომ გაიქცნენ სხდომათა დარბაზიდან. ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ევროპულმა საქართველომ“ უფრო დიდი სასწაული გააკეთა. მათ უბრალოდ ხელში ჩაიგდეს მიკროფონი და კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება არ მომცეს. თქვეს, ახლა ჩვენ თუ მოგვეწონება, რასაც გვეტყვითო, მაშინ ჩაგირთავთ მიკროფონსო და თუ არ მოგვეწონება, არ ჩაგირთავთო. მე მართლა ვერ ვხედავ, რა განსხვავება იყო ამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის. სერგი კაპანაძე არის ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი. განსხვავება იქ არაა, იმიტომ, რომ ადამიანმა, რომელსაც ჰქვია „ევროპული საქრთველო“ და რომლებიც გველაპარაკებიან ევროპულ დემოკრატიულ ფასეულობებზე, აი, ასე იჯდა მიკროფონთან და უყურებდა, გიგა ბოკერია როდის მისცემდა ბრძანებას, რომ „პნოკისთვის“ დაეჭირა ხელი და გამოეთიშა. ჩემთვის ეს მიუღებელია, სწორედ ამიტომ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენ პერსონალურად არავის ვერჩით, მაგრამ ასეთ პოლიტიკურ კულტურას დავასრულებთ და ამაში ჩვენ მოგვეხმარება ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა