რამაზ საყვარელიძე - მინისტრთა ახალი კაბინეტი ერთწლიანი კაბინეტია და მისი ძირითადი ფუნქცია არჩევნებამდე ქვეყნის ნორმალურად მიყვანაა

მინისტრთა ახალი კაბინეტი ერთწლიანი კაბინეტია და მისი ძირითადი ფუნქცია არა შორს მიმავალი გეგმების შესრულება, არამედ არჩევნებამდე ქვეყნის ნორმალურად მიყვანაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობის შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი გეგმებით ამ კაბინეტს ვერ აამუშავებენ, რადგან მას ოთხი წელი არ აქვს.

„არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანა საკმაოდ სერიოზული მოვლენაა, რადგან ქვეყანა ცხოვრობს, ეკონომიკას, საგარეო პოლიტიკას თავისი მოთხოვნები აქვს. ყველა ეს საკითხი გადაწყდება. მაგრამ ამ საკითხების გადაწყვეტა იქნება ერთწლიანი პერიოდის ფარგლებში,“ - აღნიშნა მან.

ამასთან, საყვარელიძის თქმით, ახალ კაბინეტს, გარდა სამეურნეო და საგარეო პოლიტიკური თუ სხვა პრობლემების გადაჭრისა, ერთი შედარებით ახალი პრობლემა აქვს, რაც გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უფრო მკაცრ დამოკიდებულებას.

„პარტიული ამოცანა დგას ამ კაბინეტის მუშაობის უკან. ეს პარტიული ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ, ჩემი აზრით, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ქვეყნის ცხოვრებაზე „ნაციონალების“ გავლენა,“- განუცხადა საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა