პარლამენტის შენობის წინ აქცია „სირცხვილია“ გრძელდება

პარლამენტის შენობის წინ ამ ეტაპზე სიმშვიდეა. ადგილზე „პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები აღარ იმყოფებიან. ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ბეჟან გუნავა რამდენიმე მოქალაქესთან ერთად მივიდა და აქცია „სირცხვილიას" მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობდნენ.

ფაქტს მოჰყვა სიტყვიერი და მცირე ფიზიკური დაპირისპირება.

შემთხვევის შედეგად სამართალდამცველემა სამი პირი დააკავეს.

პარლამენტის შენობის წინ კი აქცია „სირცხვილია“ გრძელდება. ორგანიზატორები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ და არ გამორიცხავენ, რომ შეიცვალოს მათი მოთხოვნები და სამოქმედო გეგმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა