რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით, სეზონური სკოლა „ტაო-კლარჯეთი- ისტორია“  გაიხსნა

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ცენტრის მხარდაჭერით და დაფინანსებით სეზონური სკოლა „ტაო-კლარჯეთი - ისტორია და მემკვიდრეობა: უძრავი და მოძრავი ძეგლები“ გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთაველის სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, სკოლის გახსნას დაესწრნენ ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია. მათივე ინფორმაციით, ზვიად გაბისონიამ ფონდის მიერ ტაო-კლარჯეთის მიმართულებით დაფინანსებული პროექტების ეროვნულ და სამეცნიერო მნიშვნელობაზე ისაუბრა და სეზონური სკოლის მონაწილეებს წარმატება უსურვა.

მონაწილეებს, დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს პროექტის ხელმძღვანელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ეკატერინე გედევანიშვილმა,თანახელმძღვანელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ირინა გივიაშვილმა, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა, თამარ ბელაშვილმა, პროფესორმა, დოქტორმა გერჰარდ ვოლფმა- მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა და პროფესორმა, დოქტორმა, მიქელე ბაჩიმ (ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია).

რუსთველის სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, სეზონური სკოლის მთავარი მიზანია, პროგრამის მონაწილეებს ადგილზე გააცნოს ტაო-კლარჯეთის უმნიშვნელოვანესი მოძრავი და უძრავი ძეგლები, წარმოაჩინოს მათი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა საქართველოს ისტორიის, ქართული ხელოვნების, ბიზანტიური და რეგიონალური (კავკასია, ისლამური ანატოლია) კულტურის კონტექსტში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე