ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე გუგუტიანთკარში და ჩორჩანაში არსებულ ვითარებას გაეცნო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-კრისტოფ ბელიარი გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა. როგორც ტვიტერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოგი წერს, დღეს ბელიარი შეუერთდა ევროკავშირის სადამკვირველო მისიის ჯგუფს გუგუტიანთკარში, რათა დაეთვალიერებინა ,,ბორდერიზაცია" - ახალი ღობეები, რომლებიც მოსახლეობას ორად ჰყოფს და ძირითად უფლებებს უზღუდავს. ამასთან, ჰოგი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის განცხადებაში.

ჰოგი ასევე წერს, რომ ბელიარს მოკლედ აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინტენსიურ მონიტორინგზე დაყრდნობით. „ბელიარს ასევე ინფორმაცია მიაწოდეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და კომუნიკაციების გამოყენების შესახებ, რათა მოეწოდებინა მხარეებისთვის მაქსიმალური თავშეკავებისა და ვითარების დეესკალაციისთვის“, -წერს ჰოგი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა