ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის რანგში მუშაობას შეუდგა

საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი სამუშაო დღე დილის 9 საათზე დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ახალ მინისტრს უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დახვდნენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, მოქმედმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრებმა, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო და უწყების თანამშრომლებს საკუთარ პრიორიტეტები და გეგმები გააცნო.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს განახლებულ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ნდობა გუშინ ერთხმად გამოუცხადა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს