მუსიკალური ფესტივალი Summer Set ორ მასშტაბურ ღონისძიებას წარმოადგენს

მუსიკალური ფესტივალი Summer Set შემოდგომის ორ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოადგენს. 5 ოქტომბერს, თბილისს Worakls Orchestra Tour ეწვევა, 2 ნოემბერს კი, არტისტი Boris Brejcha.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესიტვალის ორგანიზატორება აცნობეს, 5 ოქტომბერს, ფრანგი არტისტი Worakls თბილისს პირველი სოლო ალბომის Orchestra მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

მათივე ინფორმაციით, Worakls Orchestra Tour უნიკალური კონცეფციის ტურნეა, ელექტრონული მუსიკა ცოცხალი ორკესტრის აკომპანირებით სრულდება. ფრანგი არტისტი თბილისს, 14 ფრანგ მუსიკოსთან ერთად ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე ეწვევა, ხოლო საქართველოში მას აკომპანირებას „თბილისის სიმფონიური ორკესტრის“ 14 წევრი გაუწევს.

მათივე ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯანსუღ კახიძის დაფუძნებული „თბილისის სიმფონიური ორკესტრი“ და ფრანგი ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი ითანამშრომლებენ. ერთობლივი რეპეტიციები ფესტივალამდე ერთი კვირით ადრე დაიწყება.

„ღონისძიება ფესტივალის ახალ ლოკაციაზე Warehouse 7/მე-7 პავილიონში გაიმართება. Warehouse 7/მე-7 პავილიონი 5600 მ2 ტერიტორიაა, რომელიც 15 000-მდე სტუმარს იტევს, Warehouse 7/მე-7 პავილიონი ნაძალადევში, ახალქალაქის ქ. 30/32-ში მდებარეობს (მეტრო ნაძალადევის უკან). ახალ ლოკაციაზე, ტრადიციულად, აშენდება საფესტივალო ქალაქი, ტერიტორიაზე წარმოდგენილები იქნებიან ქართველი სტარტაპერები, ფესტივალის სცენა კვლავ დაეთმობა დამწყებ მუსიკოსებს.

2 ნოემბერს, ამავე ლოკაციაზე, გერმანელი არტისტი Boris Brejcha დაუკრავს. უკვე რამდენიმე წელია ბრეჟა მსოფლიოს წამყვანი კლუბებისა და ფესტივალების ჰედლაინერია, მისი თითოეული ვიზიტი საქართველოში სეზონის დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა.

Summer Set საფესტივალო ბრენდად 2012 წელს ჩამოყალიბდა და 4 სეზონურ ღონისძიებას მოიცავს: Winter, Spring, Summer და Fall Set. ფესტივალების სერიამ 70-მდე მასშტაბური ივენთი ჩაატარა და 200-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა ბათუმის და თბილისის მასშტაბით. Summer Set კვლავ რჩება პლატფორმად, რომელიც ერთდროულად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებს და საშუალებას აძლევს ქართველ ხელოვანებს საკუთარი თავი ათასობით სტუმარს წარუდგინონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა