ძლიერი ქარის გამო ქუთაისში, კიკვიძის სკვერში ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წაქცეულმა ხემ გარე განათების ბოძები დააზიანა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ქუთაისში დილიდან ძლიერი ქარია.