ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე გოგი წულაიას განცხადებაზე - ტყის ის ნაწილი, სადაც ხეები იჭრება, სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში არ არის

ტყის ის ნაწილი, სადაც ხეები იჭრება, სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში არ არის და ტყის ფონდს არ წარმოადგენს, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა, როდესაც „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარის გოგი წულაიას აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადგილი, შეიძლება იყოს ხეებით დაფარული, მაგრამ არ იყოს სააგენტოს დაქვემდებარებაში და სხვა სტატუსს ატარებდეს.

ნათია იორდანიშვილის ინფორმაციით, მათთვის არ არის ცნობილი აღნიშნული ტერიტორია რა სტატუსს ატარებს.

„როგორც გადმომცეს, ეს არის ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა. ჩვენც დავინტერესდით, ხომ არ იყო ჩვენს დაქვედებარებაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ნაწილი სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში არაა. საღორიის ტყე, მთლიანად ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებში არაა და სააგენტო პასუხისმგებელი არ არის. ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა, არაა ტყის ფონდი. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო არ გეგმავს რამე ღონისძიებას და არც ახორციელებს. ჩვენ პასუხისმგებელები ვართ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, რომ იქ სანიტარული ჭრები და აღდგენის ღონისძიებები განხორციელდეს.

ტერიტორია, შეიძლება იყოს დაფარული ხეებით, მაგრამ სტატუსი არ ჰქონდეს. ამ შემთხვევაშიც, ზოგი კერძოა და ზოგი სახელმწიფოს საკუთრებაში. არ ვიცით, რა სტატუსით შეიძლება იყოს, ან უნივერსიტეტის, ან სახელმწიფოს საკუთრებაა", - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

„ნაცვლად იმისა, რომ გადაარჩინონ მუხნარის ტყე, მიადგნენ და ხეები გაჩეხეს, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ტყეში უნივერსიტეტის მშენებლობის პარალელურად, ასეულობით ძირი ხე გაჩეხეს. წულაია ხეების ჭრის შეჩერებას მოითხოვს.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
„თეგეტა მოტორსი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს
მერაბ ჭიქაშვილი - როგორ შეიძლება კადრების ისე დადგმა, რომ მასში მონაწილეობა მაღალი თანამადებობის პირებს მიაღებინო? (R)
კახა ძაგანია - "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა (R)
გიორგი ლომია - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც სამართლიანობას აღადგენს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ გამარჯვება წაგვართვან! (R)