ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე - ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ გააჩნია

მზად ვართ აფხაზურ საზოგადოებასთან გვქონდეს დიალოგი, განვახორციელოთ არაერთი პროექტი, რომელიც, პირველ რიგში, მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ იქნება მიმართული,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო რჩება გაცხადებული კურსის ერთგული და დიალოგის საჭიროება დღეს ისე დგას, როგორც არასდროს.

ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ.არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესს ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

„ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ - არც ე.წ. პირველი ტური და არც ე.წ. მეორე ტური ამ მხრივ ერთმანეთისაგან არ განსხვავდება - ე.წ. არჩევნების პროცესს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმაცია სამართლებრივად. რა თქმა უნდა, იმ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი გამოდევნილია და მათი ნება უგულებელყოფილია.

გარდა იმისა, რომ შედეგები არალეგიტიმურია, სიტუაცია შიგნით საკმაოდ დაძაბული და არაერთგვაროვანია, რაც ე.წ. შიდა პოლიტიკურ პროცესებში იგრძნობა. საზოგადოების განწყობები საკმაოდ კრიტიკულია ზოგადად სიტუაციის მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონში მზარდი მილიტარიზაციისა და ძალიან ბევრი სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემის ფონზე ჩამოყალიბდა. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს და მოსახლეობის უსაფრთხოებას რაიმე რისკი არ შეექმნას. მოსახლეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობისა საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა