ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული ალხაზ კვიწინია რაულ ხაჯიმბას გამარჯვებულად არ ცნობს და სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

სოხუმის ცენტრში, ე.წ. საარჩევნო კომისიის შენობის წინ, „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აფხაზეთის მილიციამ გაძლიერებული დაცვა ისევ დააყენა. შენობის წინ მოძრაობა გადაკეტეს. ადგილზე მილიციისა და სპეცრაზმის რამდენიმე ათეულ თანამშრომელია მობილიზებული.

ე.წ. საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მოქმედმა „პრეზიდენტმა“ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 47,38% მიიღო, მისმა ოპონენტმა - 46,19%. „ყველას წინააღმდეგ“ 3154 ხმა (თითქმის 4%) იქნა მიცემული. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა ხმის უფლების მქონე ამომრჩევლების 65,98% (83 883 ადამიანმა) მიიღო.

ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ალხაზ კვიწინია რაულ ხაჯიმბას გამარჯვებულად არ ცნობს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ის აცხადებს რომ მან, „ყველას წინააღმდეგ“ მიცემულ ხმებთან ერთად ხაჯიმბაზე მეტი მიიღო. ამჟამად კვიწინიას მომხრეები მის შტაბთან არიან შეკრებილები.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა