გლდანში, ხიზანიშვილსა და ვეკუას ქუჩებზე ველობილიკები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა

გლდანში, ხიზანიშვილსა და ვეკუას ქუჩებზე ველობილიკები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქ“ გვერდზე ლაივ ჩართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათთვის განკუთნილ სპეციალურ ზოლებზე, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.

„გლდანში ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეოს. მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად დამთავრებულია. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკანალიზაციო ქსელი და წყლის სისტემა მთლიანადა განახლდა, ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა. დროის თვალსაზრისით ამ პროექტის განხორციელება ცოტა გაიწელა, რადგან უშუალოდ სამუშაოების შესრულების დროს მოსახელეობის ინტერესების გათალისწინება გვიწევდა. ახლა კი სამუშაოების ბოლო ეტაპი იწყება, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩები მთლიანად განახლდება. როგორ კალაძემ აღნიშნა, კეთდება ახალი გზა, განათების ბოძები, ელქტროგადამცემი ხაზები კი მთლიანად მიწის ქვეშ მოექცევა.

„მოეწყობა ველობილიკები და სპეციალური ზოლები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსხვავებულად იმოძრავებს, ვიდრე დღეს მოძრაობს. იმოძრავებს საპირისპიროდ, ვინაიდიდან მგზავრებს გზაზე გადასვლა-გადმოსვლა არ მოუწიოთ. პროექტზე ფრანგული კომპანია „სისტრა“ მუშაობს. გარდა ამისა, ჩვენ, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურ საინფორმაციო ჯიხურს განვათავსებთ, აქ მომუშავე მერიის თანამშრომლები კი პროქტის განხორციელების ტემპს და სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევენ“,-აღნიშნა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა