ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „სა­ქარ­თვე­ლო“ მიმდინარეობს

ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ბლექ სი არე­ნა­ზე“ 7 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­სნა. სამდღი­ა­ნი ყო­ველ­წლი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მელ­საც წელს „სა­ქარ­თვე­ლო“ ეწო­და, ფოლკ­ლო­რულ ან­სამ­ბლებს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან მას­პინ­ძლობს, არა­მედ უცხო­ე­თი­და­ნაც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძების ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის მიზანია ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ასე­ვე ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის უცხო­უ­რი ფოლკ­ლო­რის სა­ინ­ტე­რე­სო ნი­მუ­შე­ბის გაც­ნო­ბა.

თით­ქმის ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სცე­ნა­ზე ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბოდ­ნენ: საფ­რან­გე­თი (კორ­სი­კა) – Spartimu, იტა­ლია (სარ­დი­ნია)– Castelsardo. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან: „ბერ­მუ­ხა“ (აჭა­რა); „შილ­და“ (კა­ხე­თი); ტრიო „შალ­ვა ჩემო“ (გუ­რია); „რიჰო“ (სვა­ნე­თი), „ბა­სი­ა­ნი“ და „ქარ­თუ­ლი ხმე­ბი“ (თბი­ლი­სი); ქუ­თა­ი­სის სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლი; ბა­თუ­მის ენ­ვერ ხა­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლი - „ბა­თუ­მი“.

მა­ყუ­რებ­ლის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ნო­მე­რი აჭა­რის უხუ­ცეს­თა ან­სამ­ბლის, „ბერ­მუ­ხას“ გა­მოს­ვლა იყო. აჭა­რუ­ლი ცეკ­ვა შე­ას­რუ­ლეს 72, 76 , 80 და 96 წლის მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­მა და მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან ოვა­ცი­ე­ბი და­იმ­სა­ხუ­რეს.

გარდა ამისა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დი იყო სცე­ნა­ზე კორ­სი­კე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის გა­მოს­ვლა, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, „თბი­ლი­სო“ იმ­ღე­რეს. კორ­სი­კე­ლებ­მა და სარ­დი­ნი­ე­ლებ­მა სა­კუ­თა­რი რე­პერ­ტუ­ა­რიც წარ­მო­ად­გი­ნეს. და­სას­რულს კი ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ ერ­თად „ჩაკ­რუ­ლო“ ააჟ­ღე­რა.

გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი მსა­ხი­ო­ბებს, კახა მი­ქი­აშ­ვილ­სა და ეკა ამი­რე­ჯიბს მიჰ­ყავ­დათ. ღო­ნის­ძი­ე­ბის რე­ჟი­სო­რი გახ­ლდათ ნი­კო­ლოზ ჰა­ი­ნე-შვე­ლი­ძე.

ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „სა­ქარ­თვე­ლო“ ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით წელს უკვე მე­სა­მედ იმარ­თე­ბა. გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რა­ჭა­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც კონ­ცერ­ტე­ბი 9 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლი­თაა და­გეგ­მი­ლი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა