არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია საუბრობს მხოლოდ ემზარ კვიციანზე,  მაგრამ თავს არიდებენ პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის შეფასებას

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი, რადგან ოპოზიცია საუბრობს მხოლოდ ემზარ კვიციანზე და „თავს არიდებს იმ ძალადობრივი შეტევის შეფასებას პარლამენტზე, რომლსაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს“.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ემზარ კვიციანთან დაკავშირებით ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია, შესაბამისი ინსტიტუტები ახდნენ რეაგირებას.

„რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარის ან რომელიმე პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის, რა რეაგირება იქნება შესაძლო სამართალადარღვევასთან დაკავშირებით. ცალსახად მინდა, რომ ნებისმიერი სახის პროვოკაციებსა და ძალადობას პოლიტიკაში გავემიჯნო.

სამწუხაროა, რომ ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოც“ არ აკეთებდნენ შეფასებას მაგალითად, 20 ივნისის მოვლენებზე, დღის მეორე ნახევარში პარლამენტზე ძალადობრივ შეტევასთან მიმართებით.

სამწუხაროა, რომ აქაც ხშირად გამოიყენება ორმაგი სტანდარტი. მაგალითად, ისინი საუბრობენ ბატონ კვიციანზე, მაგრამ თავს არიდებენ იმ ძალადობის შეფასებას და იმ ძალადობრივი შეტევის შეფასებას პარლამენტზე, რომლსაც ადგილი ჰქონდა. ამიტომ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, თუ ემზარ კვიციანს ვაფასებთ, ასევე უნდა შევაფასოთ ერთი პოლიტიკური ჯგუფის პარლამენტზე ძალადობრივი შეტევაც“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა